ჩაბანო-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება დაიწყო.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში 3,1 კმ გზის მოასფალტების სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდგომ სამშენებლო კომპანია გადაინაცვლებს დაბა თიანეთში - ფიროსმანის, ცხრაკარისა და არტნის ქუჩის მესამე შესახვევის მოსაასფალტებლად.
ასევე, მათივე ცნობით, უახლოეს ხანში დაიწყება სოფელ ტუშურებისა და სოფელ დევენაანთხევის ცენტრალური გზების მოასფალტება.
"სამუშაოები ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, რომელთა საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება",...
რადიო "თავისუფლება", გადაცემა "დილის საუბრები"
საპარლამენტო არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობა - რა როლს ასრულებენ ადგილობრივი ხელისუფლებები?
საპარლამენტო არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობა - რა როლს ასრულებენ ადგილობრივი ხელისუფლებები და რა გაწყვეტდა მანკიერ ჯაჭვს, რომელიც მუდმივად მმართველი პოლიტიკური ძალის სამსახურშია? რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამ საკითხებზე ისაუბრა თვითმმართველობის ექსპერტმა, ირაკლი მელაშვილმა. მასთან ინტერვიუ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატებზე კომენტარით დაიწყო:
„დაახლოებით მოსალოდნელი იყო,...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
გურჯაანის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სოფლის ცენტრში მდებარე შენობის, რომლის ნაწილშიც განთავსებულია სოფლის ამბულატორია და სპორტული დარბაზი, კარ-ფანჯრის ჩასმა და ეზოს შემოღობვა. ასევე, პროგრამით გათვალისწინებებული თანხით, შინმოუსვლელთა მემორიალის ეზოში მოეწყობა სველი წერტილი.
მერიის ცნობით, წელს ზემო კაჭრეთისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 16 000 ლარია გამოყოფილი.
ქუთაისის მერია „ზაფხულის საღამოების “ ფარგლებში ღონისძიებების ციკლს აღადგენს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
24 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისში კონცერტები, სპექტაკლები, კინოჩვენებები გაიმართება. ივენთები ღია ცის ქვეშ ქალაქის სხვადასხვა უბანში მოეწყობა.
გთავაზობთ ღინისძებების პროგრამას.
24 ივლისს 19:00 საათზე „ოჩოს ქოხი“ - ავანგარდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახლად რეაბილიტირებული სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტს გამართავს.
25 ივლისს 13:00 საათზე „სიმონ არველაძის 100 წლის იუბილეს“ ბოტანიკური ბაღი...
ქალაქ გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე აშენებულია ვოლიერები.
"როგორც იცით, ცხოველთა თავშესაფარში იქნება როგორც ვოლიერები, ასევე, ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
თავშესაფრის ფუნქციებში, შევა :ცოფის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები, სტერილიზაცია/კასტრაციის მეთოდით პოპულაციის მართვა, ცხოველის პატრონის დადგენა ან ახალი პატრონის მოძიება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება...
ფოთის მუნიციპალიტეტში ახალი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესი დაიწყო.
ფოთის მერიის ინფორმაციით, დღეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, პროექტის - ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება’’ ფარგლებში, ანალიტიკოსი, ირმა სიხარულიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარს ატარებს.
"პროექტი, რომელიც ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს, მიზნად ისახავს ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის გზით, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის...
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ატმოსფერული ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური დაიდგა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰაერის შემადგენლობას და დაბინძურების დონეს განსაზღვრავს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, სადგურის დადგმის საკითხი ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დაისვა.
"ქუჩის მაცხოვრებლები, ნავსადგურის გაფართოების შედეგად ჰაერის დაბინძურებასა და ხმაურის მატებას აპროტესტებენ. სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას ხელმძღვანელობით ფოთის მერიაში ჯავახიშვილის ქუჩის...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ახალი სასწავლო წლისთვის 9 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, - აცხადებენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის N-1,N-2, N-3, N-4, N-5, N-6, N-7, N-8, N-11 საჯარო სკოლებში სახურავის, სველი წერტილების, ელექტრო სამონტაჟო და გათბობის სისტემების სარემონტო სამუშაოები, სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელდება.
სამუშაოების სატენდერო ღირებულება 556 782 ლარია.
"2019 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ქალაქ ფოთის №1, №3, №4, №6 და №8 საჯარო...
წინა სტატია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი უარყოფს ინფორმაციას, „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის ჩასმის თაობაზე.
როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, ეს საკითხი დღის წესრიგში არავის დაუყენებია.
„დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი არ განხილულა და არც განიხილება. ეს საკითხი დღის წესრიგში არავის დაუყენებია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა 22 ივლისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში იქნება.
„იყო...
ქუთაისში, ე.წ. "მწვანე ბაზრის" 6 თანამშრომელი სამუშაო პროცესში დამცავი სამედიცინო პირბადის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს. ბაზრის ადმინისტრაციაში გამარტავენ, რომ ბაზარში დასაქმებულები ხუთ-ხუთი ლარით დაჯარიმდნენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
"მწვანე ბაზრის" დირექტორი, ოლეგ არღვლიანი ამბობს, რომ როგორც მოვაჭრეებს, ასევე, მომხმარებლებს მუდმივად მოუწოდებს, პანდემით გამოწვეული რეკომენდაციები დაიცვან.
"სულ ვაფრთხილებთ მოვაჭრე პერსონალს. მე პირადად, ვარ ადგილზე და ვაკვირდები ყველას. ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ამ...
ავტორი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
რომელი წელი იყო? 2011 ან 2012. სოლოლაკში, ერთი ძველი შენობის მესამე სართულზე "სათემო განვითარების ცენტრის" პატარა და მყუდრო ოთახში ვიჯექი. ჩემმა თანამშრომელმა და მეგობარმა, გიორგი შაიშმელაშვილმა მითხრა - წნორელი ახალგაზრდები არიან, ძალიან უნდათ კარგი საქმეების კეთება, ადგილზე ცვლილებების მიღწევა და ეგებ რამე ვურჩიოთ, როგორ დაიწყონ, რა ფორმით და რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთო. მოვიდნენ ორნი, წნორის ახალგაზრდული ჯგუფი ვართ, ჩვენთან...
"თქვენს ცოლ-შვილს თუ გაუშვებთ ასეთს სიბინძურეში დასასვენებლად?"- ოზურგეთის საკრებულოს წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე ლანჩხუთის მერს და მის თანამშრომლებს "ფეისბუქიდან" მიმართავს.
"ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი სანაპირო ზოლი აი როგორ ხვდება გურია წელს დამსვენებელს. ხელისუფკებისგან მიტოვებული ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს გაუმკლავდეს სანაპირო ზოლზე არსებულ მდგომარეობას.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ალექსანდრე სარიშვილი ლანჩხუთის მერი / Aleksandre Sarishvili ბესო ტაბიძე #დავითწულაძე საინტერესოა თქვენს ცოლ შვილს და...
ქუთაისის მერია, პანდემიის გამო ქალაქის ცენტრში არსებულ კაფე-ბარებსა და კვების ობიექტებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
კერძო ბიზნესის მეპატრონეებს არც ნებართვა დასჭირდებათ და ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად მერიისთვის მიმართვაც აღარ იქნება აუცილებელი. ერთადერთი მოთხოვნა, რაც ქალაქის ხელმძღვანელობას მეწარმეებთან აქვს, ეს ესკიზის შეთანხმებაა.
ჯერჯერობით, შეღავათები მხოლოდ წმინდა ნინოს, ცისფერყანწელებისა და პუშკინის ქუჩებზე არსებულ კვების დაწესებულებებს შეეხება. რატომ აირჩია მერიამ პრიორიტეტად მხოლოდ...
"ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დავით კირკიტაძემ, რუსთავში ცემენტის ქარხანასთან ბრიფინგი გამართა და ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გააპროტესტა.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რომლებიც ზომავენ ჰაერის დაბინძურებას და ერთ-ერთი სადგური უყენიათ ქალაქ რუსთავში, რუსთავში 365 დღიდან 325 დღე ჰაერი იყო ან ძალიან დაბინძურებული, ან მეტნაკლებად რომელიც უფრო უქმნის საფრთხეს სიცოცხლეს. ძალიან სამწუხარო ციფრია ეს, ამას ყოვლედღიურად ვაწყდებით. ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მტვრის...
სტატიის გაგრძელება
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯამბულ ხოზრევანიძის განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაგვიდასტურეს, თუმცა, მიზეზებზე კომენტარი არ გაკეთებულა.
ქალაქ ახალქალაქის ორ სკოლასა და მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები ჩაიტანა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ბიბილიოთეკები ეტაპობრივად ეწყობა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ჯავახეთში ხუთი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამ ხნის მანძილზე მათ რვა სკოლაში ქართული წიგნები ჩაიტანეს და ბიბლიოთეკები მოაწყეს.
„ევროკავშირთან ერთად ვაკეთებთ ბიბლიოთეკებს სხვადახვა სოფელში. ეს არის ეთნიკურად სომეხი თანამოქალქეებით დასახლებული სოფლები და ამავდროულად,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































