წინა სტატია
შემდეგი სტატია
„პიროვნებამ, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, პიროვნებამ რომელმაც ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი სინდისი და ღირსება შელახა, ასეთი კაცი ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ, მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. თითქოს ეს დამნაშავე ადამიანი უნდა იყოს სახე და მან უნდა დაიცვას მარნეულელების უფლებები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მან რა უფლებები უნდა დაიცვას? მან შელახა ჩვენი უფლებები, შეურაცხჰყო ჩვენი ეროვნული ღირსება,“ - ეს განცხადება მარნეულისა და ჰუჯაბის...
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.
სოფელ გვიმბალაურში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება, ჯამში 13,5 კილომეტრი. სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 90 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.
დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს,...
ხარაგაულის #1 და ზვარეს საბავშვო ბაღებში სველი წერტილების სარეაბილიტაციოდ თანხა გზების მშენებლობის ნაშთიდან გამოიყოფა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ხარაგაულის მერიისგან მომზადებული საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის N1122 განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება, რომ გზების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი სახსრებიდან დარჩენილი ნაშთი – 39 527 ლარი საბავშვო ბაღებში საპირფარეშოების მოსაწესრიგებლად მიმართოს.
მათ შორის, ხარაგაულის N1 საბავშვო ბაღში სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის...
რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაცია ატომოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზეა ასახული. ამის შესხებ ინფო რუსთავი წერს.
საიტის მონაცემების თანახმად, ბათუმის ქუჩაზე განთავსებული სადგური 19:00 საათისთვის სრულიად გაითიშა და არცერთი პარამეტრი აღარ იზომება. დაახლოებით სამ საათზე მეტია, რაც ჰაერის ხარისხზე წვდომა შეწყდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ავტომატურ სადგურზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
“ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო...
დღეს, 27 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად სამი საკითხი იყო გამოტანილი.
სამივე საკითხზე საკრებულომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გარკვეული კითხვები შპს „მარნეულის სოფწყალი“-სათვის ბაიდარში განხორციელებული სასმელი წყლის პროექტის უსასყიდლოდ გადაცემისა და ქალაქ მარნეულში საიათნოვას ქუჩა N8-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისათვის საზღვრების დამტკიცებას შეეხებოდა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
შპს „მარნეულის სოფწყალი“-სათვის სასმელი წყლის ქსელის უსასყიდლოდ გადაცემას სოფელ წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის...
რუსთავის მერიაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. Tv4-ის ინფორმაციით, “ა(ა)იპ “რუსთავსერვისცენტრი“-ს ხელმძღვანელი, გიორგი გოროზია დაკავებულ თანამდებობაზე აღარ იქნება და მის ადგილს რევაზ გოგიძე დაიკავებს.
რეორგანიზაციის პროცესი ქალაქის მერიის ყველა ა(ა)იპ-ში მიმდინარეობს.
რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ პროცესი დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო და პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია ა(ა)იპ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განხორციელდა, სადაც როგორც უკვე ცნობილია, კადრების გარკვეული როტაცია მოხდა.
ამასთან, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რეორგანიზაციის...
არასამთავრობო ორგანიზაცია "მმართველობის მონიტორინგის ცენტრის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ჭიათურაში საბაგიროების მშენებლობაზე 40 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა. პროექტი, რომელიც 2016 წელს დაიწყო, 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებლობა დღემდე გრძელდება. მშენებლობის დასრულება სულ მცირე ოთხჯერ გადაიდო, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტორი კომპანია არ შეცვლილა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
"2016 წელს სახელმწიფომ საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის...
სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 16 ახალი მანქანა ეყოლება. აქედან ერთი მაღალი გამავლობის რეანომობილია.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოპარკს ევროსტანდარტების შესაბამისი 60 ავტომობილი დაემატა. აქედან, 16 სამცხე-ჯავახეთის რეგიონს გადაეცა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები ასე გადანაწილდა:
• ადიგენის სასწრაფო დახმარების სამსახური - 2 ავტომობილი;
• ასპინძის სასწრაფო დახმარების სამსახური - 2...
წინა სტატია
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვთ შევსებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშს ეხმაურებიან. ხუთი დეპუტატიდან ორი ამბობს, რომ ამ შეცდომის გამო დაჯარიმდა კიდეც, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შეცდომა არ დაუშვია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17 თანამდებობის პირიდან ხუთ მათგანს ქონებრივი დეკლარაცია არასწორად აქვს შევსებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, ამ დეპუტატებიდან ოთხი კომისიის თავმჯდომარეა, ხოლო...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშეთში, პირველად, დასახლების არსებობის მანძილზე, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. სამუშაოები, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს.
ასფალტო-ბეტონის საფარი გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა.
გზის მოასფალტების პარალელურად, პროექტის ფარგლებში, მძიმე ტექნიკის დახმარებით სოფელი ვარდგინეთის ბეშეთთან დამაკავშირებელი გზა გაიწმინდა და მოსწორდა, რაც მოქალაქეებს გადაადგილებას გაუმარტივებს.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
უგულავა: “ნაცმოძრაობა” რეგიონებში თავის კანდიდატებს აყენებს, დანარჩენმა ოპოზიციამ საერთო წარვადგინოთ
ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის გიგი უგულავას თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს აყენებს. უგულავას თქმით, ენმ-ს გადაწყვეტილება მათი უფლებაა და "არ უნდა შევქმნათ ტრაგედია". მან მოუწოდა კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს დღეებში, "გავააგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე, რომლებიც იასპარეზებენ საქართველოს რეგიონებში".
"არსებობს ასეთი ფორმულა, რომ "თანხმობა თბილისში და კონკურენცია რეგიონებში". მიგვაჩნია, რომ თუ ენმ-მ მიიღო ეს გადაწყვეტილება...
დღეს, ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის ქუჩაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში დაღუპული ბახვა გოგოლაძის სახელობის სკვერი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კობა კობალაძე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, ბახვა გოგოლაძის ოჯახის წევრები...
ქარელი-ხაშურის ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი სავარაუდოდ, ნატო ჩხეიძე იქნება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განუცხადა, შესაძლოა, მის კანდიდატურას ქარელი-ხაშურის ოლქში მხარი გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაუჭიროს.
„საუბარი არის, მაგრამ ჯერ დასაზუსტებელ-გადასაწყვეტია. საუბარია ბლოკის ფორმატში, სავარაუდოდ, გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატშიც მოხდება შეთანხმება. მაჟორიტარების წარდგენის დრომდე ყველაფერი დაზუსტდება“,- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატები 19 ივნისს დაასახელა. ვაკეში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია...
ადიგენის მერია დაბა აბასთუმანში 13 ცალ ზოგადი ხედვის ვიდეო კამერას დაამონტაჟებს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 226 800 ლარია.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულმა კომანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა დაასრულოს, ხოლო ანგარიშსწორება მოხდება სამი წლის განმავლობაში.
2020 წელს თვითმმართველობა კომპანიას 31 500 ლარს გადაუხდის, დანარჩენი თანხა კი მომდევნო ორ წელზე გადანაწილდება.
კომპანია ვალდებულია სამი წლის განმავლობაში 13–ვე კამერის გამართულ მუშაობაზე იზრუნოს. ამ...
თეა ბაღდოშვილმა და ეკა ტატალაშვილმა ახალციხის საკრებულოს საქმე უზენაესშიც მოუგეს. ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც მეორე, ასევე მესამე ინსტანციის სასამართლოებმა ძალაში დატოვეს. ახალციხის საკრებულოს დაევალა ორივე მათგანი სამსახურში დააბრუნოს და იძულებით განაცდურიც აუნაზღაუროს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ახალციხის საკრებულოს ყოფილ თანამშრომლებს თეა ბაღდოშვილისა და ეკა ტატალაშვილს გუშინ, 25 ივლისს ჩაბარდათ.
ეკა ტატალაშვილის განცხადებით, ახალციხის საკრებულომ ორივე მათგანი სამსახურში...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის თქმით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 100-მდე პროექტი მიმდინარეობს. ამის შესახებ სპექტრი წერს.
„ინფრასტრუქტურული პროექტები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავყოთ, ეს არის რეგფონდებიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული. მიმდინარე პროექტებიდან 36 რეგფონდებიდანაა, 50 სოფლის პროგრამის და 15 ადგილობრივი. კეთდება: ჭაბურღილები, წყლის სათავე ნაგებობები, სანიაღვრე არხები, მიმდინარეობს ორი მინიმოედნის მშენებლობა. ველისციხის, ჩალაუბნისა და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































