სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 16 ახალი მანქანა ეყოლება. აქედან ერთი მაღალი გამავლობის რეანომობილია.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოპარკს ევროსტანდარტების შესაბამისი 60 ავტომობილი დაემატა. აქედან, 16 სამცხე-ჯავახეთის რეგიონს გადაეცა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები ასე გადანაწილდა:
• ადიგენის სასწრაფო დახმარების სამსახური – 2 ავტომობილი;
• ასპინძის სასწრაფო დახმარების სამსახური – 2 ავტომობილი;
• ახალქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახური – 2 ავტომობილი;
• ახალციხის სასწრაფო დახმარების სამსახური – 3 სასწრაფო დახმარების ავტომობილი და 1 რეანიმობილი;
• ბორჯომის სასწრაფო დახმარების სამსახური – 4 ავტომობილი;
• ნინოწმინდის სასწრაფო დახმარების სამსახური – 2 ავტომობილი;