ლანჩხუთის სოფელ გვიმბალაურში სადრენაჟო სისტემა წესრიგდება

404

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

სოფელ გვიმბალაურში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება, ჯამში 13,5 კილომეტრი. სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 90 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.

დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, აგვისტოს თვეში დაასრულებს.