რუსთავის მერიაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. Tv4-ის ინფორმაციით, “ა(ა)იპ “რუსთავსერვისცენტრი“-ს ხელმძღვანელი, გიორგი გოროზია დაკავებულ თანამდებობაზე აღარ იქნება და მის ადგილს რევაზ გოგიძე დაიკავებს.
რეორგანიზაციის პროცესი ქალაქის მერიის ყველა ა(ა)იპ-ში მიმდინარეობს.
რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ პროცესი დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო და პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია ა(ა)იპ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განხორციელდა, სადაც როგორც უკვე ცნობილია, კადრების გარკვეული როტაცია მოხდა.
ამასთან, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რეორგანიზაციის პროცესში, სამსახურის გარეშე არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება.
რეორგანიზაციას რუსთავის მერიაში სტრუქტურის დახვეწის მიზნით ხსნიან. მათივე ცნობით, პროცესი თანამშრომლების შემცირებას არ ითვალისწინებს.