video
TV 25-ის ინფორმაციით, ხელვაჩაურის საკრებულოს თავჯდომარე თანამდებობას დატოვებს. ნადიმ ვარშანიძე საქმიანობის გაგრძელებას აჭარის უმაღლესს საბჭოში აპირებს. ვარშანიძე „ქართული ოცნების“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ადრესატი მმართველ გუნდთან კონსულტაციებს ადასტურებს. მისი თქმით, ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, თუმცა, ისე მოიქცევა, როგორც ამას პარტია უკარნახებს. ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავჯდომარედ 2017 წლის ნოემბერში აირჩიეს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, განახლებულ პარკებსა და სკვერებში, მუსიკალური საღამოები გაიმართება. 1-ელ და 2 აგვისტოს, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლადრეაბილიტირებულ პარკში ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილებით 2 კონცერტი მოეწყობა. ასევე, გლდანის განახლებულ პარკში 1-ელ აგვისტოს მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის მერიის ბიგ-ბენდი. მუსიკალური საღამოები შემდეგ კვირას უკვე მზიურში, კიკვიძის პარკსა და წითელ ბაღში გაიმართება. „ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ კომუნიკაციას ბარების...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 55 ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. კალაძის თქმით, მთლიანობაში 3 500-მდე ოჯახია დაზარალებული და მათი დაკმაყოფილება ეტაპობრივად, სოციალური ქულების რაოდენობის მიხედვით მოხდება. „კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულია 3 500-მდე ოჯახი. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ვალი სახელმწიოფოს აღიარებული აქვს და ჩვენ დავპირდით ამ ადამიანებს, რომ პრობლემას მოვაგვარებდით და რა თქმა უნდა, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. ბევრი ოჯახი უკე საკუთარი ბინების მოლოდინშია,...
ჭავჭავაძის გამზირი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, სადაც ძალიან სასიამოვნოა გადაადგილება და ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქუჩები, რომელთა განახლებაც ხდება, მთლიანად მორგებულია ქვეითად მოსიარულეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. „ჩვენი ხედვა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე კომფორტული და სწრაფი....
15 ივლისს, კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგად თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დაზიანებული სახლების ინფრასტრუქტურის აღსადგენად მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური რესურსი გამოიყო. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი სოფელ კონდოლში იმყოფებოდა, სადაც დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „სოფელ კონდოლში სტიქიის შედეგად, დაახლოებით 150 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. აღნიშნულ სოფელში არსებობდა ძველი გადახურვები და ამიტომ მიმდინარეობს თითქმის 90% დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისათვის,...
თბილისში გზები ვერ გაფართოვდება, არ გვაქვს შესაძლებლობა, ყველა გზა მოერგოს კერძო ავტომობილებს - ეს დამღუპველი გზაა", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში, დღესდღეობით, 500 ათასზე მეტი მანქანა დადის და რაოდენობა ყოველ წელიწადს იზრდება. „ბევრჯერ გვითქვამს, რომ დღეს რაც დედაქალაქში ხდება, ამის გაგრძელება არის შეუძლებელი. თბილისში, დაახლოებით, 500 ათასზე ცოტა მეტი ავტომობილი გადაადგილდება,...
30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში, 24:00 საათიდან 04:00 საათამდე, ვარაზის ხევიდან წერეთელი-თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, საუბარია დახაზვით სამუშაოებზე. „თუ ამინდებმა ხელი არ შეგვიშალა, პროცესი რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულდება და 30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში, ღამის 12:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე, ვარაზის ხევიდან წერეთელი-თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება...
მიმდინარე წლის 31 ივლისს 05:00-საათიდან 15:00 - საათამდე, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება. როგორც შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ განმარტავენ, მიზეზი ისაა, რომ "წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის" მაგისტრალური გაზსადენის, 104,0 მონაკვეთების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. „აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 31 ივლისს 05:00-საათიდან 15:00 - საათამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდებათ წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებს: ყარაბულახი, დაგარახლოსა და...
წლის ბოლომდე გვეყოლება მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძე სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხებს შეეხო და განაცხადა, რომ იგი ბოლო პერიოდში დიდი განხილვის საგნად იქცა. მერი მიესალმება საზოგადოების ჩართულობასა და ინტერესს, რადგან ეს ყველას ეხება. მისივე თქმით, რაც ქალაქში ხდება, ამის გაგრძელება...
წინა სტატია თბილისის მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტიდან კულტურის სფეროს დაფინანსება იზრდება. მერის მოადგილე ანდრია ბასილაია bm.ge-ისთან ამბობს, რომ ამ მიმართულებით 3.5 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, დაკორექტირებული ბიუჯეტით კი კულტურის სფეროს 5 მილიონმადე ლარი მოხმარდება 2020 წლის ბოლომდე. მიზეზი კორონავირუსია და სფეროს წარმომადგენლების დახმარებას მერია ამ გზით ცდილობს. აღნიშნული თანხიდან ნაწილი, 1 მილიონი ლარი, პროექტს - “შემოქმედებითი თბილისი” მოხმარდება. “ჯამში, კულტურის სფეროს დაფინანსების გაზრდილი...
„მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით დუშეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლების მეორე ფაზა იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 5 მილიონ 689 ათასი ლარი დაიხარჯება. „პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია რუსთაველის, ერეკლე მეორის, ჭავჭავაძის, შამანაურის, წმინდა ნინოს და კოსტავას ქუჩების შერჩეულ მონაკვეთებზე განთავსებული შენობა ნაგებობების რეაბილიტაცია. პროექტით განსაზღვრულია ასევე შედარებით მოშორებით მდებარე ორი...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2000-მდე ადამიანია ჩარჩენილი. მისივე თქმით, ცენტრალური საავტომობილო გზის დაზიანების გამო, მიმდინარეობს შემოვლითი გზების მოწყობა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ცენტრალურ მაგისტრალი დაზიანებულია ონიდან 1 კმ-ში, შოვის მიმართულებით, ასევე სოფელ უწერასკენ მიმავალი და ღებისა და ონის გამყოფი გზები. „ცენტრალურ მაგისტრალზე სამ ადგილას არის ჩაწყვეტილი გზა და გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობასთან გვაქვს...
კომპანია “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დღეს, ისნის რაიონის რამდენიმე ქუჩას დილის 10:00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანიის ცნობით, “თბილისი ენერჯი” დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. „ამჯერად თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ქუჩების სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მიხელაძის (ხომერილის) ქუჩაზე სრულად შეიცვალა ძველი ამორტიზირებული საშუალო წნევის გაზსადენი. მშენებლობა განხორციელდა თანამედროვე, ევროსტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ახლად აშენებულ გაზსადენზე გადართვის მიზნით, ისნის რაიონში დღეს, დილის...
ევროკავშირის მხარდაჭერით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვისთვის ახალი პროექტი იწყება. იგეგმება ნაგავმზიდისა და სეპარირებისთვის საჭირო 60-მდე კონტეინერის შეძენა, 10 მცირე ზომის საკომპოსტე მოედნის მოწყობა, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების დანერგვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დიდ სოფლებში და სეპარირებული შეგროვების განვითარება ტურისტულ ობიექტებზე. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 780 701.00 ევროა, აქედან გრანტი - 718 244.92 ევროს შეადგენს. პროექტის „თანამშრომლობა მწვანე გარემოსთვის“ პრეზენტაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი...
დმანისობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბანში ახლადრეაბილიტირებული სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა. დმანისის მერიის ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე ღია ტიპის, კომბინირებული, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. 512 470 ლარის ღირებულების პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. https://www.facebook.com/DmanisiMun/posts/3246281042102356?__xts__=68.ARDUBbDl4KDBN_rSXznPe3NBmNLACDdosYs1pd1Tnf-UzYVponhEzcj-LU7wo0VjDafl9dkElxSlTmSrKC2fxBnGT3V8eF-5kcfj9thFEHy_uLnjAN6RnqIrik22hA5c6jCjve8sKyxf7VENzidg7wXfCaUH_c-PChnksdUdocImE-J5CmbZ7Gd2hexoxFsZY93u2x-ALNcSxwwBktcnWZGe3UD8v6J7EmYNoO_oCfpq4f-BvezsWxKNwIamyXvqKh8qleJnfzz7qditjlwrPcku9iuktWqX0nAoOXTtWVOWiVCHjWif2T7Eps6J2gd_Dc-vLkoMvUuRl5tfdNlHYM4ehw&__tn__=-R
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში დაწყებითი სკოლის მშენებლობა დასრულდა. "ამ ეტაპზე სკოლის შიდა სარემონტო და გარე პერიმეტრის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.  თანამედროვე სტანდარტების სკოლა სექტემბერში მზად იქნება მოსწავლეების მისაღებად. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1 მლნ ლარზე მეტი გამოყო", - განმარტავენ განათლების სამინისტროში. შენობა სრულად ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის, ექნება კლას-კაბინეტები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ