წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება

536

მიმდინარე წლის 31 ივლისს 05:00-საათიდან 15:00 – საათამდე, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ განმარტავენ, მიზეზი ისაა, რომ “წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის” მაგისტრალური გაზსადენის, 104,0 მონაკვეთების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს.

„აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 31 ივლისს 05:00-საათიდან 15:00 – საათამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდებათ წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებს: ყარაბულახი, დაგარახლოსა და გომარეთს.

წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის, მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.