ევროკავშირის მხარდაჭერით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვისთვის ახალი პროექტი იწყება

491

ევროკავშირის მხარდაჭერით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვისთვის ახალი პროექტი იწყება. იგეგმება ნაგავმზიდისა და სეპარირებისთვის საჭირო 60-მდე კონტეინერის შეძენა, 10 მცირე ზომის საკომპოსტე მოედნის მოწყობა, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების დანერგვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დიდ სოფლებში და სეპარირებული შეგროვების განვითარება ტურისტულ ობიექტებზე.

პროექტის ჯამური ბიუჯეტი 780 701.00 ევროა, აქედან გრანტი – 718 244.92 ევროს შეადგენს.

პროექტის „თანამშრომლობა მწვანე გარემოსთვის“ პრეზენტაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა ახალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ თავმჯდომარემ ქეთევან ცხაკიამ გამართა