დღეს თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

380

კომპანია “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დღეს, ისნის რაიონის რამდენიმე ქუჩას დილის 10:00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.

კომპანიის ცნობით, “თბილისი ენერჯი” დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

„ამჯერად თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ქუჩების სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მიხელაძის (ხომერილის) ქუჩაზე სრულად შეიცვალა ძველი ამორტიზირებული საშუალო წნევის გაზსადენი. მშენებლობა განხორციელდა თანამედროვე, ევროსტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

ახლად აშენებულ გაზსადენზე გადართვის მიზნით, ისნის რაიონში დღეს, დილის 10:00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება – კახეთის გზ-სა და კოპცოვის ქუჩის კუთხეში (იგივე ნავთლუღის 1დ.1შ.1) მდებარე შპს ,,ბრაუნი”-ს, ს. დურმიშიძის ქ. 21, ყვარლის ქ. 107ბ, 109, ყვარლის 2ჩ.3, კახეთის გზ. 7, 10, 36ა, 36ბ, 36ვ, კაკაბეთის ქ. 2, 2ა, 2ბ, ვაზისუბნის დასახლების კორპ. 15, 16-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე მეტრომშენეი დასახლება – კალანდაძის, კაკაბაძის, კაკაბეთის, ყარყარაშვილის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, აფანასიევის, არველაძის, გეზათის, ყვარლის, ხაჩატურიანის, ჯანელიძის, წალენჯიხის, ხარაბაძის, ჩოჩუას, შერვაშიძის, ქობულაძის, უშაკოვის, უზნაძის, ტოლუჯის, ტვიშის, სერგი დურმიშიძის, რატილის, ბაქრაძის, ონიანის, ნანეიშვილის, ოლღა გურამიშვილის, მიქელაძის, მთისძირის, ბუკისძირის, მესხეთის, მათიაშვილის, კოპცოვის, ზანდუკელის, მელაანის 1, 2, 3, 4, 5, 6 ქუჩების, საბარგოს დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ზურაბ ბეგიაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების) კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

გაზის მიწოდების აღდგენა დღესვე, 19:00 საათიდან დაიწყება და დასრულდება 22:00 საათამდე”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.