TV 25-ის ინფორმაციით, ხელვაჩაურის საკრებულოს თავჯდომარე თანამდებობას დატოვებს.
ნადიმ ვარშანიძე საქმიანობის გაგრძელებას აჭარის უმაღლესს საბჭოში აპირებს. ვარშანიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.
ადრესატი მმართველ გუნდთან კონსულტაციებს ადასტურებს. მისი თქმით, ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, თუმცა, ისე მოიქცევა, როგორც ამას პარტია უკარნახებს.
ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავჯდომარედ 2017 წლის ნოემბერში აირჩიეს.