თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, განახლებულ პარკებსა და სკვერებში, მუსიკალური საღამოები გაიმართება.
1-ელ და 2 აგვისტოს, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლადრეაბილიტირებულ პარკში ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილებით 2 კონცერტი მოეწყობა. ასევე, გლდანის განახლებულ პარკში 1-ელ აგვისტოს მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის მერიის ბიგ-ბენდი. მუსიკალური საღამოები შემდეგ კვირას უკვე მზიურში, კიკვიძის პარკსა და წითელ ბაღში გაიმართება.
„ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ კომუნიკაციას ბარების და ღამის კლუბების მეპატრონეებთან, რათა მათ უსასყიდლოდ დავუთმოთ თავისუფალი მუნიციპალური სივრცეები დროებითი სარგებლობისთვის, ასევე ელექტრონული სცენის წარმომადგენლებთან, რათა ერთად განვახორციელოთ საინტერესო პროექტები და შევინარჩუნოთ ის მიღწევები, რომელიც ამ მიმართულებით აქვს დედაქალაქს“, – განაცხადა კალაძემ.