რუსეთის მეფისწულის, გიორგი ალექსანდრეს ძისა და ასტრონომ სერგეი გლაზენაპის ინიციატივით მე-19 საუკუნეში აგებულ კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მისი აღდგენისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო 85 000 ლარს დახარჯავს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „გლაზენაპის კოშკი“, იგივე „გიორგისეული“ 1890-იან წლებშია აგებული და მასზე განთავსებული იყო მცირე ზომის ტელესკოპი (აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის წინამორბედი). ამ კოშკს 2010 წლის 30 მარტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ დროისათვის,...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. უბანში სადაც, 80-მდე ოჯახი ცხოვრობს სასმელი წყალი არ არის და მაცხოვრებლები მეზობელი უბნებიდან ეზიდებიან. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა. რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას 352 600  ლარი აქვს გათვალისწინებული.
წინა სტატია „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საბურთალოს ოლქში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატზე ოპოზიციაში შეთანხმება თუ ვერ მოხერხდება, ყველა პარტია საკუთარ კანდიდატს დაასახელებს. „საბურთალოს საარჩევნო ოლქში საერთო კანდიდატის შეთანხმება თუ არ მოხერხდება, და სავარაუდოდ, არ მოხერხდება, როგორც ჩანს, ამ მატარებელმა ჩაიარა, ყოველ შემთხვევაში, ელისაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ ჩავლის პირასაა, ასეთ შემთხვევაში, ყველა პარტია საკუთარ კანდიდატურას დაასახელებს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ვერც იმაში,...
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორს ო.ბ.-ს და ექსპერტს ბ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორი ო.ბ. და ექსპერტი ბ.მ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა...
სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის უწყებასთან. „სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს...
წინა სტატია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 196 პირის ბიოლოგიური მასალის ,,პისიარ“ ტესტირების შედეგად, კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, დღის ბოლოს იმ 25 პირის ,,პისიარ“ ტესტირების შედეგებს ელოდებიან, რომლებიც გუშინ ყარაჯალარში დადასტურებული კოვიდინფიცირებულების ახლო კონტაქტები არიან. სოფელში, ეპიდემილოგებმა მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება ჩაატარეს, ჯამში „პისიარ“ ტესტირება 2400 პირს ჩაუტარდა. დღეისათვის, სოფელ ყარაჯალარში კოვიდინფიცირების 36 დადასტურებული შემთხვევაა, ჯამში გარდაბნის...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად, ზუგდიდში ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. მინისტრის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილების საცხოვრებელი ყველა ნგრევადი შენობა, რომელსაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მინიჭებული აქვს მე-4 ან მე-3 კატეგორია, დაიხურება. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით ადგილას, სადაც 1000-მდე დევნილი ოჯახი...
პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ საარჩევნო კამპანიას მცხეთიდან იწყებს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ის კენჭს მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ეკა ბესელიას თქმით, ის და მისი პარტიის წევრები სამართლიანობის იდეის გარშემო გაერთიანდნენ. პარტიამ „სამართლიანობისთვის“, რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ შექმნა, 8 ივლისს მიმართა ცესკოს, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. პარტია არჩევნებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდება სახელით: ეკა ბესელია - პ.პ სამართლიანობისთვის. პარტია საპარლამენტო...
ზუგდიდის სკეიტ პარკში პროექტი "ეთნოცენტრი ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში, ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა. პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც. მოსაზრება, რომ ზუგდიდში არსებულიყო სივრცე, სადაც მეწარმეები თავიანთი პროდუქციის რეალიზებას შეძლებდნენ...
"სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით“ ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ნინო ვიბლიანი, დავით წვერავა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სენაკის მერი, ლევან კუპრეიშვილი და UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმავიით, პროექტი ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ბეთლემში ხორციელდება. პროექტი - "სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის...
ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სამოძრაო სქემით სატესტო რეჟიმში მოძრაობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში, 00:30-დან 04:00 საათამდე მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ფარავს ჭავჭავაძის გამზირს და მიმდებარე ტერიტორიას, ახალი სქემის მიხედვით იმოძრავებს. სატესტო პროცესში მუნიციპალური ავტობუსების 12 საავტობუსე ხაზის ყველა მძღოლი იქნება ჩართული. პირველი აგვისტოდან კი, მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სქემის მიხედვით დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას...
30 ივლისს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ120 მონაკვეთზე ინდივიდუალური დაპროექტების საგზაო ნიშნების განთავსებისთვის საჭიროა 21,6 მ. სიგრძის ლითონის კონსტრუქციის მონტაჟი, რისთვისაც საჭიროა მაღალი ტვირთამწეობის ორი ამწე მექანიზმის ერთდროული მუშაობა, რაც სრულად დაიკავებს სავალი ნაწილის მარჯვენა (დასავლეთის) მიმართულებას. აღნიშნული სამუშაოების წარმოების მიზნით, 2020 წლის 30 ივლისის 00:00...
შემდეგი სტატია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და მთავარ უცხოელ ინვესტორს საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვთ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. კერძოდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, მოთხოვნების ოდენობა სცდება 1 მილიარდ აშშ...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს. „გამოძიებით დგინდება, რომ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისათვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა და შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 ივლისს მოქალაქეს აღნიშნული თანხა გამოართვა“, - ნათქვამია სუს-ის...
ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, - წერს ანა დოლიძე საკუარ ფეისბუქ გვერდზე. "ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს; ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21 საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში ან შევალთ 21 საუკუნეში. ეს იქნება...
წინა სტატია ხელვაჩაურის საკრებულო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ვაჟა თავდგირიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ხვალ, 30 ივლისს იმსჯელებს. როგორც ამავე საკრებულოს წევრმა ვახტანგ ლორთქიფანიძემ განაცხადა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვაჟა თავდგირიძე სამი წლის განმავლობაში სხდომაზე 5 ჯერ არ გამოცხადებულა და შესაბამისი დოკუმენტიც არ წარუდგენია. ვახტანგ ლორთქიფანიძე ამბობს, რომ დეპუტატი თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებდა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგა. "ვაჟა თავდგირიძეს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ