“სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით“ ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ნინო ვიბლიანი, დავით წვერავა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სენაკის მერი, ლევან კუპრეიშვილი და UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი გაეცნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმავიით, პროექტი ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ბეთლემში ხორციელდება.
პროექტი – “სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით“ საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ხორციელდება.
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (ADC) თანამშრომლობით.
“სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით“ – ნოქალაქევში, მდინარე ტეხურის ხეობაში, რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციების მოწყობას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე, მოწყობილია შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“, ასევე დასრულებულია 130 მეტრი სიგრძის ზიპლაინის მოწყობა.
აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები – ღია ბაზრობის – ადგილობრივი მეწარმეებისთვის პროდუქციის გაყიდვა-პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, ეწყობა პარკირება/ავტოკემპინგის ზონა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ასევე, იგეგმება ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმის მოწყობა.