პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ საარჩევნო კამპანიას მცხეთიდან იწყებს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ის კენჭს მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.
ეკა ბესელიას თქმით, ის და მისი პარტიის წევრები სამართლიანობის იდეის გარშემო გაერთიანდნენ.
პარტიამ „სამართლიანობისთვის“, რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ შექმნა, 8 ივლისს მიმართა ცესკოს, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
პარტია არჩევნებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდება სახელით: ეკა ბესელია – პ.პ სამართლიანობისთვის.
პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
საპარლამეტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.