გორის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

391

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.

უბანში სადაც, 80-მდე ოჯახი ცხოვრობს სასმელი წყალი არ არის და მაცხოვრებლები მეზობელი უბნებიდან ეზიდებიან.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დაასრულოს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილის, საქლორატოროსწყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა. რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას 352 600  ლარი აქვს გათვალისწინებული.