ყოველთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში, თუ სადმე შეგვეშალა, – ამის შესაახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, „ვარდების რევოლუციამ“ ბევრი კარგი მოიტანა, თუმცა იყო ნაკლოვანებებიც, რაზეც თვალის დახუჭვა არ უნდა მოხდეს. „ვარდების რევოლუციამ“ შეძლო, გაემთლიანებინა ის უფსკრული, რომელიც სამოქალაქო ომის შემდეგ წარმოიშვა ზუგდიდსა და სამეგრელოში. „ვარდების რევოლუციამ“ შეძლო გაემთლიანებინა და ის წყლულები მოეშუშებინა, რომელიც სამოქალაქო...
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, დაიწყო პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში მსმენელის წინაშე თბილისის მერიის ბიგ-ბენდი სრული შემადგენლობით წარდგა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე, კონცერტი გაიმართა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე ახლად რეაბილიტირებულ პარკში და მასში მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს. კონცერტებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება...
წინა სტატია "ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. პრეზენტაცია დღეს, 3 აგვისტოს, 9 აპრილის ბაღში გაიმართა. პარტიამ 30 სამაჟორიტარო ოლქიდან კანდიდატები 16-ში წარადგინა. რეგიონებში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდი - გიგი უგულავა, პარტიის გენერალური მდივანი; ფოთი, ხობი, სენაკი - გიგა ბოკერია, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე; ქუთაისის ოლქი - ოთო კახიძე, მოქმედი დეპუტატი; რუსთავის ოლქი - ირმა ნადირაშვილი, მოქმედი დეპუტატი; აბაშის, მარტვილის,...
წინა სტატია შემდეგი სტატია "ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. პარტიამ წარადგინა, როგორც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატები, ასევე - აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პარტიის სახელით მებრძოლი მაჟორიტარობის კანდიდატებიც. ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ექიმი ვახტანგ კალოიანი დასახელდა. ქედა-შუახევი-ხელვაჩაური-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში კი პარტიის სახელით თემურ კახიძე იბრძოლებს. ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე პარტია “ქართული ოცნებიდან" პირველ ივლისს გარიცხეს....
შემდეგი სტატია პარტია "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მაჟორიტარად ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. ასევე, წაიკითხეთ: ვინ იბრძოლებენ რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებად “ევროპული საქართველოდან” რაც შეეხება პარტიის კიდევ ერთ ლიდერს, გიგი უგულავას, ის კენჭს ზუგდიდის ოლქში იყრის. დღეს "ევროპული საქართველომ" რეგიონებში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ასევე, წაიკითხეთ: ვახტან კალოიანი, თემურ კახიძე – “ევროპული...
კახეთის მხარეში, სოფელ წინანდალში, პროგრამის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის” (EUWI+ 4 EaP) ფარგლებში ალაზანი-იორის მდინარეთა აუზის მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში წყლის რესურსების რეფორმის განხორციელების მიმართულებით. ევროკავშირის მხარდაჭერით,...
გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს ბოქლომს და ჯაჭვს უგზავნის და ქუთაისის დაბოქლომებას ურჩევს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ მორიგი პერფორმანსი ქუთაისის ახალ საერთაშორისო უნივერსიტეტთან გამართა. წულაია აცხადებს, რომ იქ, სადაც სექტემბრიდან სტუდენტებმა უნდა ისწავლონ, დღემდე ჭაობი არ დაუშრიათ. ოპოზიციონერი ამბობს, რომ ივანიშვილმა საპარლამენტო ქალაქის მიზანმიმართულად გაძარცვა. „არაფორმალურმა მმართველმა ქუთაისს პარლამენტი, მთავრობის სახლი, სემეკი, საავტომობილო დეპარტამენტი, კონტროლის პალატა წაართვა და ჭაობთან მდებარე...
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია, რის გამოც საკმაოდ მაღალია „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკი. საქართველოს რკინიგზაში გემოეხმაურნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების აქციას, რომელიც მათ ნიქოზში სამგზავრო მატარებლის მოძრაობის აღდგენის მოთხოვნით გამართეს. როგორც საქართველოს რკინიგზაში განაცხადეს, პანდემიის შემდეგ, საქართველოს რკინიგზამ 15 ივნისს მაგისტრალური მიმართულების მატარებლების მოძრაობა ახალი სარკინიგზო რეგულაციების თანახმად განაახლა. „საქართველოს რკინიგზა რეისებს ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს....
სახელმწიფომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის აზომვითი სამუშაოები დაიწყო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, 31 ივლისს სოფელ ჩიხარეშში საამზომველო ჯგუფები შევიდნენ და საკადასტრო სამუშაოები დაიწყეს. ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი ხორციელდება ორ ადმინისტრაციულ ერთეულში – ჟახუნდერსა და ჩიხარეშში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე...
არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მერაბიშვილი აღნიშნავს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. „ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშველოვანესი არჩევნები. ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება არა ის, რას იზამს „ქართული ოცნება“, რადგანაც ის უკვე გუშინდელი დღეა, არამედ, გადამწყვეტი იქნება ის, თუ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პაატა ბურჭულაძე შესაძლოა მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრი იყოს. მისი განცხადებით, აღნიშნული წინადადება თავად ბურჭულაძისთვისაც მისაღებია. „სიის ფორმირება ახლა მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო მიიღებს. ვფიქრობ, დიდი დრო არ დარჩა იქამდე, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ყველა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს“. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, უკვე დიდიხანია მასთან საუბარი...
წინა სტატია ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს. მის კომენტარს დედაქალაქის მერია ავრცელებს. ირაკლი ხმალაძის თქმით, საცობების პრობლემა არის სატრანსპორტო სისტემის ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ატარებდა და რომლის შედეგადაც შეუსაბამოდ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებები მივიღეთ. „ჩვენ რომ ასე გაგვეგრძელებინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შეუფერხებლად, მოკლე დროში და კომფორტულად...
მივიჩნევთ, რომ რეგიონებში ყველამ საკუთარი კანდიდატი უნდა დააყენოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნებზე აქცენტი მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატებზე არ უნდა გაკეთდეს. „თბილისში ორი ოლქის დაკომლექტებას ველოდებით. თავიდანვე ვთქვით, რომ თბილისში მხოლოდ ორ ოლქზე გვექნებოდა პრეტენზია, დანარჩენი ექვსი ოლქი მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს გადავეცით, რომ დაკომპლექტება მომხდარიყო. რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ ვთვლით, რომ ყველამ საკუთარი კანდიდატი უნდა...
წინა სტატია შემდეგი სტატია თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეფორმის შეფასება დღეს არასწორია, ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ადაპტაციის პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება. „თბილისის სატრანსპორტო სისტემა დღეს რეფორმის ეტაპზეა. ერთი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურ ტრანსპორტზე მორგებული სისტემიდან, გადავდივართ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მორგებულ სისტემაზე, რაც გარდამავალ ეტაპზე რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დისკომფორტის შემქმნელია. რატომ ვაკეთებთ ამას? ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება,...
შემდეგი სტატია თბილისის მერია განახლებულ ჭავჭავაძეზე სატრანსპორტო გადაადგილების სქემას აქვეყნებს. მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე ამოქმედდება ავტობუსების ახალი გაჩერებები. https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/324783785568056/   „ავტობუსები იმოძრავებენ სპეციალურად გამოყოფილი გზის შუა ზოლში, ავტომობილების საპირისპირო მიმართულებით; აიკრძალა ჭავჭავაძის გამზირიდან მარცხენა მოხვევით პარალელურ ქუჩებთან დაკავშირება; . ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია კეკელიძის ქუჩის გავლით. ვაკის პარკიდან მოძრავ ავტომობილებს ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შეეძლებათ კავსაძის, მირცხულავას, ერისთავისა და თაყაიშვილის ქუჩების დახმარებით. .ფალიაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის მიმართულებით...
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევისთვის, 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით პერიოდში, 8 737 პირი დაჯარიმდა. „ინტერპრესნიუსმა“ შესაბამისი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების ცნობით, 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით პერიოდში 8716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა, დაკისრებული ჯარიმის საერთო ოდენობა კი 26 463 000 ლარია. სამართალდარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა, კერძოდ 4820 ფაქტი, „კომენდანტის საათის“ დარღვევას უკავშირდება. ამასთან, გამოვლინდა 1 850...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ