საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია, რის გამოც საკმაოდ მაღალია „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკი.
საქართველოს რკინიგზაში გემოეხმაურნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების აქციას, რომელიც მათ ნიქოზში სამგზავრო მატარებლის მოძრაობის აღდგენის მოთხოვნით გამართეს.
როგორც საქართველოს რკინიგზაში განაცხადეს, პანდემიის შემდეგ, საქართველოს რკინიგზამ 15 ივნისს მაგისტრალური მიმართულების მატარებლების მოძრაობა ახალი სარკინიგზო რეგულაციების თანახმად განაახლა.
„საქართველოს რკინიგზა რეისებს ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს. რაც შეეხება საგარეუბნო მატარებლებს, ამ ეტაპზე საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია და შესაბამისად, საკმაოდ მაღალია „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკი“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.