ვახტან კალოიანი, თემურ კახიძე – “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში

600

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. პარტიამ წარადგინა, როგორც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატები, ასევე – აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პარტიის სახელით მებრძოლი მაჟორიტარობის კანდიდატებიც.

ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ექიმი ვახტანგ კალოიანი დასახელდა. ქედა-შუახევი-ხელვაჩაური-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში კი პარტიის სახელით თემურ კახიძე იბრძოლებს.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე პარტია “ქართული ოცნებიდან” პირველ ივლისს გარიცხეს. იმავე დღეს კახიძე “ევროპული საქართველოს” რიგებს შეუერთდა.

რაც შეეხება ვახტანგ კალოიანს, ის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი და მოქმედი ექიმია.

ასევე წაიკითხეთ: ვინ იბრძოლებენ რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებად “ევროპული საქართველოდან”

დღეს “ევროპული საქართველომ”  რეგიონებში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. პოლიტიკური საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მაჟორიტარად ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში იყრის კენჭს. იგი უგულავა კი კენჭს ზუგდიდის ოლქში იყრის.