ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპის დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
ბოლნისის მერიის ინფორმაციით, საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეფერხებულა, შედეგად 1100 გრძივ მეტრ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ...
ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, წყნეთში, გაგრის N8ა-სა და ბარნოვის N83-ში მრავალბინიანი სახლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გამაგრდება და განახლდება ავარიული სახლების საფუძველი და კედლები. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 310 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
„გასული წლების მსგავსად და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობით, ვაგრძელებთ...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადები აღმოსავლეთ საქართველოში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს.
„დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები, ადგილზე შეისწავლიან ყველა იმ დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მინიმუმ 2.5 ქულა.
მონიტორინგის პროცესის დასრულების შემდეგ, ბინებს დევნილთა...
რა ეტაპზეა აჭარაში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობა? - ამ თემაზე ბიზნეს მედია წერს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯერ კიდევ იანვარში დააანონსა, რომ თებერვალში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობა დაიწყებოდა.
მაშინ რიჟვაძემ თქვა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 2020 წლის აჭარის ბიუჯეტში 16 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პირველ ეტაპზე 580 ბინის მშენებლობა განხორციელდება.
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ 1700-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილი სოციალურად დაუცველია. დაიწყო თუ...
კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ სექტორისთვის რეკომენდაციებზე მუშაობა დაასრულა. დოკუმენტის არსებული რედაქციით, ბაღებს 5კვ.მ-ზე ერთი ბავშვის დაშვების უფლება ეძლევათ. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ კვადრატულობა არ გაზარდეს, ბაღების 80% ვერ გაიხსნება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
“ბექა ფერაძემ (შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი) განაცხადა, რომ ბაღებთან შეთანხმდა რეკომენდაციებზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მე როგორც ა(ა)იპ “საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების...
სოფლის მეურნეობა გამოგვკვებავს და ცოდნა გაგვამდიდრებს, - პოლიტიკური გუნდის „მოქალაქეები“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა, პარტიის მთავარ პრიორიტეტებზე და ხედვებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მოქალაქეობა ღირსებაა, ხოლო ცოდნა, შრომა და პატიოსნება - მთავარი სამოქალაქო ღირებულებები.
„ჩვენ გვჭირდება ეროვნულ და არა ვიწრო-პარტიულ ინტერესებზე დაფუძნებული განათლების სისტემა - საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობის გაძლიერება, პედაგოგებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვა, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, საქართველოსთვის პრაქტიკული და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით - მეღვინეობა,...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ხელისუფლება ცდილობს კიტრითა და პომიდვრით საარჩევნო ხმები მოიპოვოს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება რეგიონის მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელია.
მისი ინფორმაციით, აჭარაში სოფლის მეურნეობაში 100 მილიონი ლარი დაიხარჯა და ხელისუფლება ვერ განმარტავს, რა მიმართულებით დახარჯა თანხა.
„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობდეს მოსახლეობის დასაქმებას, ისინი აღარიბებენ ხალხს და...
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა საერთაშორისო კვლევებით ეკონომიკური კრიზისი საკმაოდ გრძელვადიანი იქნება.
როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ეკონომიკური კრიზისის პირობებში მთავრობის ძირითადი პრინციპი რესურსების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება იქნება.
„როგორც ნათელია და როგორც ჩანს, ყველა საერთაშორისო კვლევებით, ეკონომიკური კრიზისი იქნება საკმაოდ გრძელვადიანი. ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე და ვიქნებით მათ გვერდით. ძირითადი პრინციპი იქნება გადანაწილება ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების...
შემდეგი სტატია
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მოზარდები თანხას სასწავლო წლის დაწყების პროცესში მიიღებენ.
"ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერის და, რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყების პროცესში", – ამბობს პრემიერმინისტრი.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების გაცემის კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 480...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულების დახმარებას ითვალისწინებდა, დაიხურა.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავრობა მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპს იწყებს.
„როგორც ფაქტი, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ანტიკრიზისულმა გეგმამ გაამართლა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აკონტროლებს ვირუსის გავრცელების რისკებს. თუმცა, ასევე ნათელია, რომ ვირუსი არსად წასულა. ყველას კარგად გვესმის, ვხედავთ უამრავ ქვეყანას,...
მთავრობის გადაწყვეტილებით ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე სახელმწიფო 33 000-ზე მეტ სტუდენტს, რომლსაც 150 სოციალურ ქულამდე აქვთ, სწავლის საფასურს ნაწილობრივ, ან სრულად დაუფინანსებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
გიორგი გახარიამ განმარტა, რომ სწავლის 1 სემესტრის საფასური დაუფინანსდებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც სოციალური ქულა აქვთ 150, ხოლო მთლიანი წლის საფასურს ასევე 150 სოციალური ქულის მქონე სტუდენტის სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს მთავრობა...
ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თვითდასაქმებულების მხარდაჭერის პროგრამა დასრულდა და ყველა იმ დარჩენილ 80 ათას მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, ეს თხოვნა დაუკმაყოფილდება.
„თვითდასაქმებულების მხარდაჭერის პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას მომართა 250 ათასმა მოქალაქემ თხოვნით, ერთჯერადი 300 ლარის...
მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს პროგრამა გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. იგივე პრინციპით როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ...
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი გარდაბანში დადასტურდა.
მისივე თქმით, ყველა შემთხვევა საკარანტინო სივრცეშია გამოვლენილი, რაც სანუგეშოა.
„გარდაბანში, სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევაა, მაგრამ სანუგეშო ის არის, რომ ოთხივე ფაქტი არის საკარანტინე სივრცეში გამოვლენილი, ანუ მოქალაქეები არიან დაცულ, იზოლირებულ გარემოში. იქ ეპიდემიოლოგები დღემდე აქტიურად განაგრძობენ მუშაობას. არის გარკვეული კონტიგენტი ადამიანებისა, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში და...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სატელიტური მონაცემების ანალიზის და დისტანციური ზონდირების შედეგად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ტყით დაფარული ფართობები (423 432 ჰექტარი) საქართველოს სახელმწიფო ტყის რუკაზე აისახა.
აღნიშნული ცვლილებით, გაუმჯობესდება საქართველოს ტყეზე და ტყის რესურსებზე საერთაშორისო ანგარიშგების სიზუსტე, პირველად განხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ტყეებზე დისტანციური მონიტორინგი და შეიქმნება საქართველოს ერთიანი ტყის მართვის ანალიზის სისტემა.
„საქართველოს მთავრობის 2011 წლის...
შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის პროცესში, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც, მშენებელი კომპანია დაჯარიმდა.
„შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორისხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის შემადგენელ ერთ-ერთ მონაკვეთზე დაცული ტერიტორიების ნუსხიდან ამორიცხული ფერდის დამუშავებისას მშენებელი კომპანიის ტექნიკა სამშენებლო ობიექტამდე დაცული ტერიტორიების გავლით გადაადგილდა. ფაქტის გამოვლენისთანავე, მშენებელი კომპანია დაჯარიმდა კანონით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































