წყნეთში და ბარნოვის ქუჩაზე სახლების გამაგრება მიმდინარეობს

488

ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, წყნეთში, გაგრის N8ა-სა და ბარნოვის N83-ში მრავალბინიანი სახლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გამაგრდება და განახლდება ავარიული სახლების საფუძველი და კედლები. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 310 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

„გასული წლების მსგავსად და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობით, ვაგრძელებთ ავარიული სახლების გამაგრების პროექტებს. ეს ის სახლებია, წყნეთში და ბარნოვის ქუჩაზე, სადაც ცხოვრება გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომ ამ სამუშაოების განხორციელება უმნიშვნელოვანესია აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ამ ორი პროექტის ღირებულება 300 000 ლარზე მეტია. ამ დროისთვის, ვაკის რაიონში კიდევ ერთი სახლის გამაგრება მიმდინარეობს”, – განაცხადა დავით კვინიკაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წყნეთში, გაგრის N8ა-ში 15 ოჯახი, ხოლო ბარნოვის N83-ში 8 ოჯახი ცხოვრობს.