გახარია: 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს

1096

შემდეგი სტატია

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მოზარდები თანხას სასწავლო წლის დაწყების პროცესში მიიღებენ.

“ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერის და, რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყების პროცესში”, – ამბობს პრემიერმინისტრი.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების გაცემის კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 480 მლნ ლარია.

ასევე, ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, თუმცა, დოკუმენტაცია არ ჰქონდა გამართული, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება, რისთვისაც 280 მლნ ლარი გამოიყო.

150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს და ამაში 35 მლნ ლარი დაიხარჯება.