მთავრობის გადაწყვეტილებით ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე სახელმწიფო 33 000-ზე მეტ სტუდენტს, რომლსაც 150 სოციალურ ქულამდე აქვთ, სწავლის საფასურს ნაწილობრივ, ან სრულად დაუფინანსებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
გიორგი გახარიამ განმარტა, რომ სწავლის 1 სემესტრის საფასური დაუფინანსდებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც სოციალური ქულა აქვთ 150, ხოლო მთლიანი წლის საფასურს ასევე 150 სოციალური ქულის მქონე სტუდენტის სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს მთავრობა გადაუხდის.
„ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 ქულამდე, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას და ამასთან ერთად ყველა სტუდენტი 150 სოციალურ ქულამდე, რომლებსაც სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასური გადაუხდელობის გამო აქვთ შეჩერებული, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს 2020-2021 წლის მთლიანი წლის სწავლის საფასურს. ეს გახლავთ 1025 ლარი.
საბოლოო ჯამში, ამ შეღავათების საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.