ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის დახმარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, დამტკიცებულია ანტიკრიზისული ბიუჯეტი და სხვა მიმართულებებთან ერთად გაფართოვდა და განახლებული სახით ამოქმედდა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც კოვიდის პერიოდში უფრო მეტად მორგებული გახდა მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების საჭიროებებზე.
მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს პროგრამის განახლებულ კომპონენტებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო. მისი განცხადებით, მცირე და...
წინა სტატია
გორის მერიის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თანამშრომელი, შმაგი ხუბულური სოციალურ ქსელში "ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს ღიად აგინებს.
მისი თქმით, იგი სიტყვის თავისუფლებით სარგებლობს, რომლის მოსაპოვებლად 2012 წელს იბრძოდა.
"ნაცების შემოტევააა, ბულინგი გადაწყვიტეს ჩემი. რაღაც მომენტში ვფიქრობდი, რომ პოსტი წამეშალა, მაგრამ ჩემი მხრიდან არასწორი საქციელი იქნებოდა. მე დავასრულე 2012 წელს ჩემს მეგობრებთან ერთიან სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა და არ ვაპირებ...
"ადამიანების მტერი უნდა იყო, ხელისუფლებას მოსყიდვაზე რომ მიუთითო", - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი მთავრობის მიერ ფინანსური დახმარებების დაანონსებას.
ვიცესპიკერი აცხადებს, რომ საქართველოში რთული ვითარებაა, ამიტომ სამედიცინო დარგისა და ეკონომიკური გუნდის ერთობლივი მუშაობით პრობლემები დაიძლევა.
"არის მთელი რიგი დახმარებები, რომლებიც ვერ ჩაითვლება მოსყიდვად, მტერი უნდა იყო ადამიანის, ხელისუფლებას მიუთითო, რომ ეს მოსყიდვას წარმოადგენს.
რთული ვითარებაა და იმედი გვაქვს, რომ სამედიცინო დარგისა და ეკონომიკური...
ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენელობის პროცესი, რომელიც 2007 წელს დაიწყო, დღემდე არ დასრულებულა. ამ პერიოდში მოედანი ორჯერ აშენდა და ორჯერ მოხდა მისი დემონტაჟი, მიმდინარე წელს კი მოედანი მესამედ უნდა აშენდეს. გაწეულმა ხარჯებმა ჯამში 7,996,496 ლარი შეადგინა", - ამის შესახებ კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, პირველად ყინულის მცირე ზომის მოედანი 2007 წელს აშენდა, რაზეც 1,4 მლნ ლარი დაიხარჯა 2011 წელს...
თბილისის მერიის პროექტი „თბილისი ჩვენი სახლიას“ ფარგლებში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N37-ე კორპუსზე შშმ პირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ლიფტი დამონტაჟდა.
მერიის ინფორმაციით, ლიფტი შენობის გარე პერიმეტრზე განთავსდა, რადგან შენობაში ლიფტის მონტაჟი შეუძლებელი იყო.
„ეს ისანია, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N37-ე კორპუსი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თბილისური კორპუსი, თავისი ყოფითი პრობლემებით და ყოველდღიური საზრუნავით. როგორც ყველა შენობას, მასაც იქ მცხოვრები ადამიანების სახელი ჰქვია. ჩვენთვის...
5 აგვისტოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ახალი კანონპროექტი გააცნო, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც აჭარის მთავრობას საშუალება ექნება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვოს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
კანონპროექტი ტბელ აბუსერისძის ორდენის, ღირსების მედლის და სხვა საპატიო წოდების დაწესებას ითვალისწინებს. განსაზღვრულია ფინანსური ჯილდოც.
ტბელ აბუსერისძის პირველი ხარისხის ორდენოსანს 5 000 ლარი, მეორეს 4 000, ხოლო მესამე ხარისხის ორდენის...
წყალტუბოში, შანიძის ქუჩა №1-ში მდებარე, ყოფილი საკრებულოს შენობა ისევ იყიდება. პირობებით, ელექტრონულ აუქციონს წყალტუბოს მერია აცხადებს. ამის შესახებ
საწყისი ფასი 1 107 000 ლარია. აუქციონის დოკუმენტაციის მიხედვით, შენობაში შესაძლებელია განთავსდეს სასტუმრო, რესტორანი, გასართობი ცენტრი, კაზინო ან საცხოვრებელი კორპუსი.
აღნიშნული შენობის პრივატიზების საქმეზე 2019 წელს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავეს.
ხარაგაულში უსინათლოებისთვის რეკრეაციისა და რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იგეგმება. პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას უსინათლოთა კავშირის ზესტაფონის ფილიალის თავმჯდომარემ, ვასილ ლომიძემ წარუდგინა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
პროგრამა ქობულეთის სოფელ ციხისძირში უსინათლოთა კავშირის სანატორიუმში ბენეფიციარების დასვენებასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ვასილ ლომიძის ინფორმაციით, პროექტში გათვალისწინებულია 6 ხარაგაულელი ბენეფიციარის ჩართვა, თავიანთი გამცილებლით, ანუ პროგრამაში სულ 12 ადამიანი ჩაერთვება.
ბენეფიციარებს ვასილ ლომიძე შეარჩევს. „შერჩევისას უპირატესობას მივანიჭებთ ახალგაზრდებსა და...
კურორტ გომისმთაზე მიწის ნაკვეთების სიტემური რეგისტრაცია მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.07.2020 წლის #562-ე ბრძანებით განისაზღვრა სისტემური რეგისტრაციის არეალები: ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები; ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთა. სისტემური რეგისტრაცია გაგრძელდება მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე. მანამდე საჯარო რეესტრში წარდგენილი განაცხადები კურორტ გომისმთის...
მარტვილის მერია სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსს აცხადებს. ინფორმაციას მერია ავრცელებს.
ვაკანტური თანამდებობებია:
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი - https://bit.ly/2P9gQN6
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - იურიდიული განყოფილების უფროსი - https://bit.ly/3getk1A
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - https://bit.ly/2CRRJvH
2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში 14 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერები უკვე გამოაცხადა.
პროექტების ჯამური სატენდერო ღირებულება 631 829 ლარს შეადგენს.
თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება გორის #5, #6, #9, #14 #16, ტყვიავის, ქიწნისის, ტირძნისის, ზეღდულეთის, ახრისის, ატენის, პატარა გარეჯვარის, ზეღდულეთისა და კარალეთის #1 საბავშვო ბაღებში.
„პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება...
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ნაწლავური ჩხირი Escherichia coli ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა, არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმის წყალი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, "ბათუმის წყლის“ მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს.
„ბათუმის წყალს“ აქვს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომლის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი. წყლის ხარისხის უწყვეტ რეჟიმში...
წყალმომარაგების კომპანია დაბა გუდაურში წყლის ჭაბურღილების მოწყობას მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაასრულებს. სამუშაოებს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 1 600 000 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ახალი ჭაბურღილების მშენებლობას, რომლის მეშვეობითაც სათავე ნაგებობაზე გაიზრდება სასმელი წყლის დებიტი.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია „იმედი XXI" ასრულებს.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურს, მზარდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, არსებული სათავე ნაგებობების წარმადობა კი ვერ აკმაყოფილებს წყალმომარაგების...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვილებებზე იმსჯელეს.
უმაღლესი საბჭოს ცნობით, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის - ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 306 974, 6 ათასი ლარითაა განსაზღვრული, ხარჯვითი ნაწილი კი - 338 474,6 ათასს ლარს შეადგენს.
მინისტრის თქმით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო...
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ანდრია ბასილაია მიუსაფარ პირთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, თავშესაფრის მობინადრეებს და ხელმძღვანელობას გაესაუბრა და მათი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა.
მერის მოადგილე, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარების ფარგლებში, თბილისის მიუსაფართა თავშესაფრისთვის საყოფაცხოვრებო ინვენტარის გადაცემის პროცესს დაესწრო.
ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
თელავის აგრარული ბაზარი 2 000 ლარით დაჯარიმდა. მიზეზი მთელი რიგი რეკომენდაციებისა და რეგულაციების დარღვევაა, რომელიც პანდემიის პერიოდში პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ამოქმედდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
დაჯარიმების შემდეგ ობიექტის დაკეტვის გადაწყვეტილება ბაზრის ადმინისტრაციამ თავად მიიღო, რასაც მოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ბაზრის დაკეტვით შემოსავლის გარეშე დარჩებიან.
ადგილზე იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი. ირაკლი შიოშვილის ბაზრის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































