თელავის აგრარული ბაზარი 2 000 ლარით დაჯარიმდა. მიზეზი მთელი რიგი რეკომენდაციებისა და რეგულაციების დარღვევაა, რომელიც პანდემიის პერიოდში პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ამოქმედდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
დაჯარიმების შემდეგ ობიექტის დაკეტვის გადაწყვეტილება ბაზრის ადმინისტრაციამ თავად მიიღო, რასაც მოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ბაზრის დაკეტვით შემოსავლის გარეშე დარჩებიან.
ადგილზე იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი. ირაკლი შიოშვილის ბაზრის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბაზარი ისევ გაიხსნება, თუმცა რეგულაციების მკაცრი დაცვით.
შეგახსენებთ, რომ თელავის აგრარული ბაზარი შრომის ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებმა თერმოსკრინინგისაპარატის არასაკმარისი რაოდენობის გამო ჯერ კიდევ გუშინ გააფრთხილეს.