“თქვენი დედაც…” – გორის მერიის ა(ა)იპის თანამშრომელი Facebook-ით “ნაცმოძრაობას” აგინებს

719

წინა სტატია

გორის მერიის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თანამშრომელი, შმაგი ხუბულური სოციალურ ქსელში “ნაციონალურ მოძრაობის” წევრებს ღიად აგინებს.

მისი თქმით, იგი სიტყვის თავისუფლებით სარგებლობს, რომლის მოსაპოვებლად 2012 წელს იბრძოდა.

“ნაცების შემოტევააა, ბულინგი გადაწყვიტეს ჩემი. რაღაც მომენტში ვფიქრობდი, რომ პოსტი წამეშალა, მაგრამ ჩემი მხრიდან არასწორი საქციელი იქნებოდა. მე დავასრულე 2012 წელს ჩემს მეგობრებთან ერთიან სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა და არ ვაპირებ ის მონაპოვარი, რასაც გამოხატვის უფლება ჰქვია, ეჭვქვეშ დავაყენო, არ ვაპირებ სანამ ცოცხალი ვარ ნაცების შემოტევას შევუშინდე. საჯაროდ განვაცხადე და კიდევ ვიტყვი, ენერგიას არ დავზოგავ თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად. თქვენი შეურაცხმყოფელი კომენტარები დედათქვენს გაუკეთეთ ტრ*ი თქვენი დედაც მო*ან. ომი გინდათ? ვიომოთ. ომის თქვენი ბინძური მეთოდები ჩემთვის ცნობილია, გამოვლილი მაქვს და იმუნიტეტიც კარგად გამოვიმუშავე. ბოლოს აქვე დავამატებ, თუკი ჩემი მოკლე და ლაკონური პოსტი, რომელიც ნაცებს უფრო ეხება ვიდრე ამ შვილმკვდარ დედას თქვენთვის ამაზრზენი და მიუღებელია, თქვენი დედაც მო*ან, თქვენი დამსახურებაა მკვლელები და სისხლის მწოველები, ჯერ კიდევ პოლიტიკაში რომ არიან,” – წერს შმაგი ხუბულური.

ნაცების შემოტევააა, ბულინგი გადაწყვიტეს ჩემი. რაღაც მომენტში ვფიქრობდი, რომ პოსტი წამეშალა, მაგრამ ჩემი მხრიდან არასწორი…

Posted by შმაგი ხუბულური on ოთხშაბათი, 05 აგვისტო, 2020

 

ცნობისთვის, ეს ყველაფერი ხუბულურის წინა პოსტს მოჰყვა. ხუბულური 4 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეზე აშშ-ს საელჩოსთან გარდაცვლილის დედის მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შვილმკვარი დედით “ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალი დავით სარალიძე გამოაცხო.

“როგორც ჩანს, ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს…” – დაწერა გორის მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსმა შმაგი ხუბულურმა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედაზე. მან Facebook-ის პირად გვერდზე აშშ-ის საელჩოსთან გადაღებული თამაზაშვილის ფოტო ამ წარწერით გააზიარა, თუმცა, მას შემდეგ, რაც პოსტი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, ხუბულურის Facebook გვერდზე ის აღარ იძებნება.

მერიის ა(ა)იპის თანამშრომლის განცხადებებით გორის მერი კოტე თავზარაშვილი დაინტერესდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ა(ა)იპის ხელმძღვანელს საკითხის შესწავლა დაავალა და იმის გარკვევას შეეცდება, თუ რატომ მიმართა ამ ფორმას შმაგი ხუბულურმა.

დავით სარალიძე და თამარ ბაჩალიაშვილის დედა საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვლილი შვილების მკვლელობის ფაქტების ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ამ მოთხოვნებს საპროტესტო აქციები ახლდა.