მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში 19 ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 320 037 ლარი გამოიყო.
ორი ლიფტი რეაბილიტირდა ზღვის უბნის XI მ.რ. I კვ. N2 და N7 კორპუსებში. მოეწყო ლიფტების ახალი კაბინა და ამწე მექანიზმი, შეიცვალა ბაგირები და ელექტროსისტემა. აღნიშნული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 60 037 ლარი დახარჯა.
2020 წლის ბოლომდე, რაიონის მასშტაბით, საცხოვრებელ კორპუსებში კიდევ 41 ლიფტის რეაბილიტაცია-მოწყობაა დაგეგმილი.
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 2020 წლის 6 თვის ანგარიში წარმოადგინა.
მთაწმინდის გამგეობის ცნობით, 2020 წლის 6 თვის განმავლობაში მთაწმინდის რაიონში შესრულებული სამუშაოებისთვის ჯამში 5 644 695.12 ლარი დაიხარჯა.
შესრულებული სამუშაოებია:
საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 14948.31 კვ.მ ფართობზე;
საგზაო ინფრასტრუქტურა პირველად მოწესრიგდა ოქროყანაში, მეფუტკრეობის და ამაღლების ქუჩებზე. პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი და ბორდიური. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 684 280 ლარი გამოიყო;
მოეწყო და რეაბილიტაცია...
სამგორის რაიონის გამგეობამ 2020 წლის 2 კვარტალში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი გაავრცელა.
შესრულებული სამუშაოებია:
საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 43 570 კვ.მ ფართობზე;
სკვერი 9 მისამართზე მოეწყო;
სამხედრო ქალაქი მულტიფუნქციური სკვერი მოეწყო; 5 200 კვ.მ ფართობზე განთავსდა სკეიტ მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს ზონა, ჩოგბურთის მაგიდა, სპორტული მოედანი, დასასვენებელი პავილიონები და სკამები.
ტრენაჟორები 27 მისამართზე დამონტაჟდა;
სპორტული მოედნები მოეწყო 10 მისამართზე;
მიწისქვეშა კომუნიკაციებს რეაბილიტაცია 19 მისამართზე ჩაუტარდა;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის...
საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, რუსთავის მერ ირაკლი ტაბაღუასთან და მერის მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად რუსთავის მოხუცთა სახლს ესტუმრა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ლუიზა ვინტონმა მოხუცთა სახლს სამედიცინო და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა, მათ შორის ჟანგბადის კონცენტრატორი, მაცივრები, გაზქურა, სამზარეულოს სავენტილაციო სისტემა და მინიტრაქტორი გადასცა.
„უსახლკარო და...
ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან. ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 15 334 აბონენტი. შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცნობით, ბენეფიციართა დანაზოგმა 2...
საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მოსახლეობის თხოვნით, ოთხ მისამართზე საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო.
აგრეთვე, 12 მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირები დამონტაჟდა. 43 მისამართზე კი, მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი მოეწყო.
ფეხით სავალ ნაწილზე განთავსდა 400 ე.წ ბოძკინტი, რის შედეგადაც მოქალაქეები ავტომობილების პარკირებას ვეღარ შეძლებენ.
აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 150 027 ლარი დაიხარჯა.
ასევე, საბურთალოს რაიონში, საირმის ქუჩა, კორპუსი N7-ში შშმ პირთათვის ელექტროპანდუსი დამონტაჟდა.
უახლოეს მომავალში ელექტროპანდუსი კიდევ...
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ თბილისი-კოჯორის გზატკეცილზე, 530 გრძივი მეტრზე სანიაღვრე არხების მშენებლობა დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე პირველად მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ადგილობრივ მოსახლეობას კი, წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემის არარსებობით გამოწვეული პრობლემებიც მოუგვარდება.
პროექტის ფარგლებში, გაკეთდება ბეტონის 150 მეტრის არხი. ასევე, 150 გრძივ მეტრზე 300 და 400 მმ-იანი გოფრირებული მილები, ხოლო 120 გრძივ მეტრზე ფოლადის მილები მოეწყობა. პროექტით, ასევე გათვალისწინებულია 22 ჭის, მოაჯირისა და...
კრწანისში, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, საგზაო სამუშაოები სხავადასხვა მისამართზე პარალელურად ხორციელდება. რამდენიმეზე კი, უკვე დასრულდა.
გორგასლის ქუჩაზე N111-ის მიმდებარედ ასფალტის ახალი საფარი 1200 კვ.მ-ზე დაიგო, მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და მოეწყო ბორდიურები.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გამოიყო.
„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სწორედ ამიტომ 2018 წლიდან დღემდე კრწანისის რაიონში ასფალტის საფარი 300 მისამართზე მოვაწესრიგეთ, სადაც საჭიროება მოითხოვდა გამოვცვალეთ სანიაღრე ქსელიც....
აბულისა და შაორის მეგალითური კომპლექსების შესწავლისას, არქეოლოგებმა ყორღანს მიაკვლიეს. ამ ეტაპზე, აღმოჩენილი მასალის კვლევა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
არქეოლოგ დიმიტრი ნარიმანიშვილის განმარტებით, რომელიც აბულისა და შაორის მეგალითურ კომპლექსებს იკვლევს, ყორღანის შესწავლის შედეგად შესაძლოა სპეციალისტებმა 3 500 წლის წინანდელი ადამიანის ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მიიღონ:
„გათხრების დასრულების შემდეგ, რაც აღმოჩნდება იქ, ჭურჭელი იქნება თუ სხვა ტიპის ინვენტარი, არქეოლოგიური მონაპოვარი, ყელაფერი...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში მონაწილეობითი ბიუჯეტისთვის იდეების წარდგენა დაიწყო.
"წარადგინე იდეა 3 აგვისტოდან 21 აგვისტომდე და შენ გადაწყვიტე როგორ გადანაწილდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მოსახლეობის ჩართულობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი დაიწყო!
დაგვისვი კითხვები ჯგუფში და გაიგე მეტი პროექტის შესახებ https://bit.ly/31i5cou,"- ინფორაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროცესი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად.
პირველ ეტაპზე იწყება იდეების კონკურსი, რომელშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს შეუძლიათ მერიის მიერ...
გორში, ყველაზე დიდ გამზირს, რომელიც ამ დრომდე საბჭოთა დიქტატორის, სტალინის სახელს ატარებს, სიმბოლურად სახელი გადაარქვეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა სტიკერებზე ყველა იმ გამოჩენილი ქართველის სახელი და გვარები დაიტანეს და გააკრეს, რომელთა სახელიც შესაძლოა სტალინის გამზირს რეალურად ეწოდოს: თავისუფლების გამზირი", "არჩილ ტატუნაშვილის გამზირი", "ვაჟა ფშაველას გამზირი", "კირიონ მეორის გამზირი", "მარო მაყაშვილის გამზირი".
აქციის ორგანიზატორების ვინაობა უცნობია, რადგან მოქმედი კანონმდებლობით ისინი მსგავსი აქტივობისთვის შესაძლოა დაჯარიმდნენ.
აქცია-პერფორმანსი რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლისთავს უკავშირდება.
უამინდობის მიუხედავად, გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება გრძელდება. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე ტერიტორიიდან მყარი ნარჩენის გატანა მოხდება. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის” თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
გარდა ამისა, მერიის ცნობით, გრიგოლეთის მუნიციპალურ პლაჟზე ახალი სანაგვე ურნები დაიდგა.
“გრიგოლეთის მუნიციპალურ პლაჟზე ახალი სანაგვე ურნები დაიდგა. სამუშაოები დილიდანვე განახლდა. – დღის ბოლომდე დავასრულებთ საფეხბურთო ბაზის...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში", ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
სოფელ ხაშმში, დასასვენებელოი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
სოფელ პატარძეულში პირველი ბაღის რეაბილკიტაცია-რეკონსტრუქციისა და ცენტრალური გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ჯიღაურების უბანში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები შუა ფაზაშია.
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების წინ არსებული ტერიტორიის ნაწილი მაშინ ჩაინგრა, როცა მასზე სატვირთო ავტომანქანა გაჩერდა. წყლით სავსე ორმო ამ დრომდე შესაკეთებელია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
შემთხვევა 5 აგვისტოს, 15:00 საათზე მოხდა. გზის ჩანგრევისას სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა და რამდენიმე საათის განმავლობაში მისი გასწორება ვერ ხერხდებოდა.
„ასფალტის მასალით დატვირთული მანქანა მოვიდა და გაჩერდა. ამ დროს ჩაინგრა გზა და მანქანაც გადაბრუნდა“, -...
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მხარდაჭერას იღებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტატისტიკას აქვეყნებს, 7 აგვისტოს მონაცემებით:
• სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 132,000-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 24 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.
• აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 112,000-მდე ბენეფიციარმა 29,000 ტონაზე მეტი...
ჩხოროწყუს სოფელ მუხურში, ლეთოლორდეს უბანში 3 კმ.მანძილზე ასფალტო-ბეტონის საფარით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გოჩა ჩიქოვანი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი – კახა ფირცხელავა ადგილზე გაეცნენ.
სამუშაოებს შპს "ინდიკო“ ახორციელებს.
პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































