ჩხოროწყუს სოფელ მუხურში ასფალტირებული გზა იგება

401

ჩხოროწყუს სოფელ მუხურში, ლეთოლორდეს უბანში 3 კმ.მანძილზე ასფალტო-ბეტონის საფარით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გოჩა ჩიქოვანი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი – კახა ფირცხელავა ადგილზე გაეცნენ.

სამუშაოებს შპს “ინდიკო“ ახორციელებს.

პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.