საბურთალოს რაიონში, რამდენიმე მისამართზე შშმ პირთათვის ელექტროპანდუსი დამონტაჟდება

795

საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მოსახლეობის თხოვნით, ოთხ მისამართზე საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო.

აგრეთვე, 12 მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირები დამონტაჟდა. 43 მისამართზე კი, მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი მოეწყო.

ფეხით სავალ ნაწილზე განთავსდა 400 ე.წ ბოძკინტი, რის შედეგადაც მოქალაქეები ავტომობილების პარკირებას ვეღარ შეძლებენ.

აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 150 027 ლარი დაიხარჯა.

ასევე, საბურთალოს რაიონში, საირმის ქუჩა, კორპუსი N7-ში შშმ პირთათვის ელექტროპანდუსი დამონტაჟდა.

უახლოეს მომავალში ელექტროპანდუსი კიდევ ოთხ მისამართზე დამონტაჟდება.
კორპუსების ადაპტირების შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებენ.

აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 136 215 ლარი გამოიყო.