ლანჩხუთის მერია: გრიგოლეთის სანაპიროზე სანაგვე ურნები დაიდგა

740

უამინდობის მიუხედავად, გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება გრძელდება. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე ტერიტორიიდან მყარი ნარჩენის გატანა მოხდება. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის” თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

გარდა ამისა, მერიის ცნობით, გრიგოლეთის მუნიციპალურ პლაჟზე ახალი სანაგვე ურნები დაიდგა.

“გრიგოლეთის მუნიციპალურ პლაჟზე ახალი სანაგვე ურნები დაიდგა. სამუშაოები დილიდანვე განახლდა. – დღის ბოლომდე დავასრულებთ საფეხბურთო ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ნარჩენების გატანას. ხვალ დილიდან ყვავილნარის დასახლებაში დაიწყება ახალი სანაგვე ურნების დადგმა”, – აცხადებს ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით წულაძე.