წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე მიმართავს შესაბამის სამსახურებს, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადით მგზავრობა გააკონტროლონ. კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერიის შენობასა და სხვა დაწესებულებებში პირბადით გადაადგილების აუცილებლობაზე ისაუბრა. „სამწუხაროდ, ქვეყანაში 38 ახალი ინფიცირებული გვყავს, ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, ადამიანები, ვინც შეგიძლიათ სახლიდან დისტანციურად ამუშაოთ, ეს ყველაფერი ძალაში დავტოვოთ. ასევე გავითვალისწინოთ, რომ...
„საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. საარჩევნო კამპანია იწყება. ამიტომ, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ნუსხა ცენტრალურ საარჩევნო...
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის მოსახლეობას მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საბავშვო ბაღი ექნება. ბაღდათის მერიის ინფორმაციით, N2 საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს. ბაღის სამშენებლო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, შენობის ოთახების, დერეფნებისა და გარე ფასადის შეღებვა, ასევე, ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, შ.პ.ს. ” ბა-ნი” აწარმოებს და მისი ღირებულება 562000 ლარს შეადგენს. სოფელ დიმის N2...
თბილისში, ისანი სამგორის რაიონში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 650 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას აშენებს. პროექტით ქალაქ თბილისის N86 საჯარო სკოლა იქნება 3 სართულიანი, თანამედროვე არქიტექტურის, მართკუთხა ფორმის, ვიტრაჟებიანი შენობა, რომლის შიდა ეზოში განთავსდება სარეკრეაციო სივრცე და ღია სპორტული მოედნი. ადგილმდებარეობის შესაბამისად ექნება ტერასული განლაგება, რაც სართულებზე მოსწავლეთა მარტივად გადანაწილების საშულებას იძლევა. სკოლის მთავარი შესასვლელით მოვხვდებით მეორე სართულზე, მთავარი...
ვაკის მაჟორიტარულ ოლქში „ლელოს” კანდიდატის, დეპუტატ ლევან კობერიძის განცხადებით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატების წინადადებას მხარს დაუჭერს. როგორც კობერიძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი და საინტერესოა. „ჩვენი, „ლელოს“ ხედვა არის სწორედ ის, რომ კორუფცია არის ყველაზე მთავარი მიზეზი და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს მოსახლეობას უდგას სიღარიბის სახით. ის, რომ დღეს არის სიღარიბე, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის...
„ორთვიანი მუშაობის განმავლობაში, საარჩევნო უწყებათაშორის კომისიაში არ შემოსულა არც ერთი სერიოზული განცხადება, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რაიმე შემაშფოთებელ შემთხვევებს უკავშირდება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „დიდი ხანია, უწყებათაშორისი კომისია ამოქმედდა და მას წელს აღარ ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი, მას ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე და ის ატარებს სხდომებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღემდე, პირველ სექტემბრამდე ორი თვეა, რაც ეს...
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლებას სრული რესურსი აქვს, რათა საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარდეს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, დემოკრატიულ ქვეყანაში საარჩევნო კანონმდებლობის გამკაცრება საჭირო არ უნდა იყოს, თუმცა, მისი შეფასებით, ამის აუცილებლობა „ოპოზიციის აჟიოტაჟმა შექმნა“. „ასეთი ცვლილებები, ზომების გამკაცრება დემოკრატიულ ქვეყანაში არც უნდა იყოს საჭირო, თუ არჩევნების წინ ადამიანების მიმართ რაიმე ზეწოლა განხორციელდა. მაგრამ ამის გარშემო...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემები მიუთითებს, რომ დამშვიდების საშუალება არ გვაქვს. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, „ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი გვაქვს 100 ათას მოსახლეზე 4 და 4,2“, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ევროპაში. „ქვეყანაში ინტენსიურად ვაწარმოებთ ტესტირებას . საერთო ტესტირების მაჩვენებელი გვაქვს 386 ათასი PCR ტესტი, ამას ემატება 151 ათასი სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი...
კანონმდებლობით, პოლიტიკური სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნა ვერ მოხდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავად პარტია არ გააუქმა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა, „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. მეორე მხრივ, მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა შეუძლია მხოლოდ სამ სუბიექტს - მთავრობას, პრეზიდენტს და პარლამენტის არანაკლებ 1/5-ს. რაც შეეხება პარტიის გაუქმების საფუძვლებს, ნატროშვილის თქმით, კონკრეტული...
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. როგორც ნონა ეფაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ანბანის კოშკთან მესამე კარავი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს 11:00 საათიდან 22:00 საათამდე ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. მისივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარის რეგიონში დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი 26 შემთხვევა. „რა თქმა უნდა, ეპიდკვლევა და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. ღონისძიება, რაც არის ამ ეტაპზე განსაზღვრული სხვა ჩვეულებრივ...
ფრაქცია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი” “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. როგორც ფრაქციის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცახდა, ეს კანონპროექტი “თვალში ნაცრის შეყრაა”. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო კანონმდებლობით აქამდე არავინ დასჯილა, სასჯელის გამკაცრებას აზრი არ აქვს. “რეალურად ვხედავთ, რომ ისინი არავის სჯიან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის. სუსი აქტიურადაა პოლიტიკურ პროცესში ჩარეული ბოლო წლები და ამის სანაცვლოდ არავინ მინახავს, რომ ამ კანონით პასუხი...
ვიდრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის შედეგს არ დადებს, რაიმე ტიპის სპეკულაცია კიდევ უფრო ძაბავს იმ წინასაარჩევნო პროცესს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაციები და ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით, თავად „პატრიოტთა ალიანსის“ კომენტარი, შეპასუხება და სხვა. მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოებულია ის პროცედურა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „ალბათ, ყველა უნდა...
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დედაქალაქისთვის 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ 30-მილიონიან ტენდერში კომპანია Hyundai-ს დისკვალიფიკაციცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ამჟამად სატრანსპორტო კომპანია “ჯი-თი მოტორსის” წინადადებას განიხილავს, რომელიც დედაქალაქს Ford Transit-ის მარკის მიკროავტობუსების მიწოდებას სთავაზობს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. Hyundai სატრანსპორტო კომპანიას H350-ის ტიპის 17-ადგილიანი მიკროავტობუსების მიწოდებას სთავაზობდა, თუმცა სატენდერო კომისიას ავტომობილის ტექნიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ჰქონდა, რომელთა დასაზუსტებლადაც კომპანიას...
ვაკის მაჟორიტარულ ოლქში „ლელოს” კანდიდატის, დეპუტატ ლევან კობერიძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების მიუხედავად, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მოლოდინი მაინც არსებობს. „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები მაქსიმალურად ეცდებიან რომ, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და საარჩევნო პროცესს მონიტორინგი გაუწიოს. მოქალაქეთა ხმების დაცვა იყოს კანონით, სხვადასხვა რეგლამენტითა ან პარტიებს შორის შეთანხმებით მაქსიმალურად დაცული, ეს მხოლოდ დადებითია, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ ხელისუფლება...
საქართველოს პრეზიდენტმა წერილობით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რათა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების ესკალაცია, მოხდეს მოსახლეობის საფრთხეებისგან დაცვა და მომავალში აღარ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა...
თბილისის მერია სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც, აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე წყალარინების ახალი ქსელი მოეწყობა. დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ახმეტელის ქუჩის კვეთიდან ბელიაშვილის N69-ის (რესტორან „ოქროს კათხას“) მიმდებარე ტერიტორიამდე, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ