ლევან კობერიძე: წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მოლოდინი მაინც არსებობს

700

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში „ლელოს” კანდიდატის, დეპუტატ ლევან კობერიძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების მიუხედავად, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მოლოდინი მაინც არსებობს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები მაქსიმალურად ეცდებიან რომ, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და საარჩევნო პროცესს მონიტორინგი გაუწიოს. მოქალაქეთა ხმების დაცვა იყოს კანონით, სხვადასხვა რეგლამენტითა ან პარტიებს შორის შეთანხმებით მაქსიმალურად დაცული, ეს მხოლოდ დადებითია, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად ამ კანონებს ოპონენტების საწინააღმდეგოდ იყენებს.

ის, რომ ხელისუფლება უგულებელყოფს ოპოზიციური პარტიებისგან გონივრულ შემოთავაზებებს და მერე ცდილობს თავისი ინიციატივა დააფიქსიროს, ეს ბევრჯერ გვინახავს, არაერთ კანონზე, ამ წლების განმავლობაში.

რაც არის სწორი, გონივრული, ოპოზიციის მხირდან მოწოდებული, მას სხვადასხვა ტექნიკური მიზეზის გამო გადადებს გვერდზე და მერე ცდილობს საერთაშოროსო პარტნიორებთან ეს ქულები თვითონ დაიწეროს. ქვეყანა უნდა იმართებოდეს ერთად, პოზიციისა და ოპოზიციის მიერ”, – განაცხადა კობერიძემ.