წულუკიანი: საარჩევნო უწყებათაშორის კომისიის ორთვიანი მუშაობის განმავლობაში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემაშფოთებელ შემთხვევებზე სერიოზული გაცხადება არ შემოსულა

465

„ორთვიანი მუშაობის განმავლობაში, საარჩევნო უწყებათაშორის კომისიაში არ შემოსულა არც ერთი სერიოზული განცხადება, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რაიმე შემაშფოთებელ შემთხვევებს უკავშირდება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„დიდი ხანია, უწყებათაშორისი კომისია ამოქმედდა და მას წელს აღარ ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი, მას ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე და ის ატარებს სხდომებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღემდე, პირველ სექტემბრამდე ორი თვეა, რაც ეს კომისია მუშაობს და არ შემოსულა არც ერთი სერიოზული განცხადება კომისიაში, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რაიმე შემაშფოთებელ შემთხვევებს უკავშირდება, თუმცა ყველა ინფორმაციას, მათ შორის არაპირდაპირსაც და ზედაპირულსაც, განიხილავს კომისია და რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაც მიიღო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.