ისანი-სამგორის რაიონში, 650 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა შენდება

856

თბილისში, ისანი სამგორის რაიონში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 650 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას აშენებს.

პროექტით ქალაქ თბილისის N86 საჯარო სკოლა იქნება 3 სართულიანი, თანამედროვე არქიტექტურის, მართკუთხა ფორმის, ვიტრაჟებიანი შენობა, რომლის შიდა ეზოში განთავსდება სარეკრეაციო სივრცე და ღია სპორტული მოედნი.

ადგილმდებარეობის შესაბამისად ექნება ტერასული განლაგება, რაც სართულებზე მოსწავლეთა მარტივად გადანაწილების საშულებას იძლევა. სკოლის მთავარი შესასვლელით მოვხვდებით მეორე სართულზე, მთავარი ჰოლში, რომელიც სივრცით გაიხსნება ზედა სართულამდე. ბოლო სართულზე კი განთავსდება ნაწილობრივ გადახურული მრავალფუნქციური ტერასა.

შენობაში საკლასო ოთახების პარალელურად განთავსდება ბიბლიოთეკა, ადმინისტრაციული ნაწილი, სააქტო და სპორტული დარბაზები, სასადილო დარბაზი სამზარეულოთი, სველი წერტილები და ტექნიკური სათავსოები.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 9 872 000 ლარია. სამუშაოები დასრულდება 2021 წლის ზაფხულში.