„ევროპული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ევროპული საქართველოს" წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრაზე იმსჯელებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების დაცვაზე და არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე. მისივე განმარტებით, ასევე შეიქმნება შტაბი, რომელიც ხმების დაცვას უზრუნველყოფს. „გაერთიანებული შტაბის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც შედის ყველა ოპოზიციური მთავარი პარტია. გადავწყვიტეთ, რომ შეხედრები, რიგრიგობით, სხვადასხვა პარტიის ოფისებში იქნება. დღეს "ევროპული...
ამ 140 ბინის გადაცემა, რეალურად, ნიშნავს 140 ოჯახისთვის ღირსეული პირობების შექმნას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა წყალტუბოში განაცხადა, სადაც ახალაშენებულ კორპუსებში დევნილებს ბინები გადაეცათ. ამასთან, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მათ, ვისაც ბინები გადაეცათ, საცხოვრებელი პირობების მოგვარების შემდეგ შესაძლებლობა აქვთ, განათლებასა და ეკონომიკურ განვითარებაზეც იზრუნონ. „ნამდვილად, ძალიან სასიხარულოა, როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას და ამდენ...
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, აჭარაში განთავსებულ სამედიცინო კარვებში PCR ტესტი 1 494 პირმა ჩაიტარა. როგორც უწყებაში აცხადებენ, კვლავის პასუხები ეტაპობრივად გახდება ცნობილი. „გუშინ კარვებს უფასო PCR ტესტისთვის მიმართა ჯამში 1494-მა მოქალაქემ, აქედან ბათუმში 1443-მა და 51 -მა ქობულეთში. პოლიკლინიკებს 642-მა პირმა მიმართა. ღია კაფე-ბარებში, ბუნგალოებსა და ღამის კლუბებში გაიტესტა 79 თანამშრომელი. 924 ნიმუში კი სასტუმრი „ოაზისში" არის აღებული. კარვებში 1 სექტემბერს...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელის სპეციალური ხსნარებით დამუშავება დაიწყო. პარალელურად ხორციელდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია. დილიდანვე სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის სრული ტერიტორია მოირეცხა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები, ველობილიკი და სკამები. ეტაპობრივად განხორციელდება 850-მდე მრავალბინიანი სახლის სადარბაზოებისა და ლიფტების სპეციალური ხსნარებით დამუშავება. ასევე დასუფთავების სამსახურის მიერ დეზინფექცია ჩაუტარდება სკვერებს, პარკებს, საბავშო ატრაქციონებსა...
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, დარეგისტრირებულია კომპენსაციის მიმღები 251 690 თვითდასაქმებული. სააგენტოში აცხადებენ, რომ თანხების ჩარიცხვა ეტაპობრივად ხდება. „ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებზე და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ქვეშ მყოფი დროებითი ბინადრობის...
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერიაში კოვიდ - 19 -ის ზრდასთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი ჩაატარა. როგორც არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, ინფექციის ზრდის გამო, საჭიროა ზომების გამკაცრება, რათა სასწავლო პროცესის დაწყებამდე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი მოხდეს. "გვიახლოვდება სასწავლო წელი, შესაბამისად, გვმართებს, ეფექტური ნაბიჯების გადადგმა ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების მიზნით. მიდგომები გამკაცრდება მუნიციპალური ინსპექციის მიმართულებით, უფრო მეტად გაკონტროლდება საზოგადოებრივ სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადეების გამოყენების წესი....
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, სოფელ ქვემო ბოლნისში არსებული წყალსადენის მკვებავი მილის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღების ვადა 11 სექტემბერს იწურება. გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა დაასრულოს. როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ამჟამად ქვემო ბოლნისში მოსახლეობას წყალი ყოველდღიურად - 6-7 საათით მიეწოდება, თუმცა, ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო, ხშირია წყლის დანაკარგებისა და ქსელის დაზიანების შემთხვევები, რაც წყალმომარაგების...
სტატიის გაგრძელება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის ყოფილი გამგებელი და ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ვალერიან გირკელიძე გუშინ დილით საკუთარ მეუღლესთან ერთად დააკავა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. "გურიის მოამბესათვის" ამ დროისათვის დაკავების მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი შესაძლოა ნარკოსკანდალს უკავშირდებოდეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის წინ გაკეთებული წარწერის გამო, პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი დავით მახნიაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მიიღო. "ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ისჯება 500 ლარით. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ამორალურია ეს ყველაფერი, რადგან ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს სასამართლო" , - განაცხადა დავით მახნიაშვილმა. ინფორმაციისთვის, გორის მერიის შენობის წინ, კონსტანტინე თავზარაშვილის დაბადების...
"ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის ეთერ ჯალაღანიას შვილმა, ვახტანგ მარწყვიშვილმა პარტიას 19 990 ლარი შესწირა. აღნიშნული შემოწირულობა სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა 21 აგვისტოს დააფიქსირა. მარწყვიშვილმა აღნიშნული შემოწირულობა პირველად განახორციელა. რაც შეეხება, ეთერ ჯალაღანიას, მან გასულ წელს პარტიას ერთჯერადად 1 950 ლარი შესწირა. გარდა ამისა, აგვისტოს თვეში "ევროპულ საქართველოს" თანხები შესწირეს პარტიის წევრებმა კახა ბურჯანაძემ და დავით მახნიაშვილმაც.
მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა პირველ სექტემბერს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატის როლში წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ მერი შვებულებაშია. ზაურ დარგალის ერთკვირიანი შვებულება პირველ სექტემბერს დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტს ჯერ-ჯერობით არჩევნების ზუსტი დრო არ დაუსახელებია, მაგრამ სავარაუდოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. მარნეულის მერი ზაურ დარგალი, არჩევნებამდე ერთი თვით...
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, რუხში გზის რეაბილიტაცია წელს დასრულდება. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება მილიონ ლარამდეა. „გზა ავარიულ მდგომარეობაშია ზ. თოდუას ქუჩაზე. გზის რეაბილიტაციით კი მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 2723 მეტრს შეადგენს, სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მეორე ეტაპი წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 938 506 ლარს შეადგენს. გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“,...
რუსთავის 15 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს – პროექტის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულებებში სველი წერტილების მოწესრიგდება ხდება. ამის შესახებ ტვ4 წერს. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ნინო ტაბატაძესთან ერთად, საჯარო სკოლებში იმყოფებოდა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხს ადგილზე გაეცნო. როგორც ქალაქის პირველი პირი, Tv4-თან საუბრისას აღნიშნავს, პროექტი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება, თუმცა შესაძლოა, იყოს გამონაკლისი შემთხვევები. სკოლებში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები...
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიესალმება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ პროტოკოლის მიღებას, რომელიც პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების წესებს ადგენს,- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც საარჩევნო კომისიებში შესვლა-გასვლისას და გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დადგინდა, დროულია. „შესაბამისი პროტოკოლის შემუშავებას და გამოქვეყნებას „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ დიდი ხანია ითხოვს...
პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი. ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ სპეციალურ განცხადებაში. „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება. თბილისის მიკროავტობუსი გაცნობებთ, რომ მსოფლიოში „კოვიდ 19“ -ით გამოწვეული...
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო ნორმები აქამდეც არსებობდა, თუმცა ახალი კანონპროექტით არსებული რეგულაციები უფრო მკაცრდება. „თუ ეს ცვლილებები ისეთია, რომელიც მოსწონს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომლითაც ჩვენ თავს ვიწონებთ, გამოდის, რომ ეს ყოფილა ძალიან კარგი და ეს კიდევ მეტად ამყარებს იმას, რომ კანონპროექტი თავისი შინაარსით ემსახურება „საარჩევნო კოდექსის“ და საარჩევნო გარემოს შემდგომ დახვეწას. საარჩევნო ნორმები და რეგულაციები აქამდეც მოქმედებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ