“ევროპული საქართველოს” გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის ეთერ ჯალაღანიას შვილმა, ვახტანგ მარწყვიშვილმა პარტიას 19 990 ლარი შესწირა.
აღნიშნული შემოწირულობა სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა 21 აგვისტოს დააფიქსირა.
მარწყვიშვილმა აღნიშნული შემოწირულობა პირველად განახორციელა. რაც შეეხება, ეთერ ჯალაღანიას, მან გასულ წელს პარტიას ერთჯერადად 1 950 ლარი შესწირა.
გარდა ამისა, აგვისტოს თვეში “ევროპულ საქართველოს” თანხები შესწირეს პარტიის წევრებმა კახა ბურჯანაძემ და დავით მახნიაშვილმაც.