რუსთავის 15 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

369

რუსთავის 15 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს – პროექტის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულებებში სველი წერტილების მოწესრიგდება ხდება. ამის შესახებ ტვ4 წერს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ნინო ტაბატაძესთან ერთად, საჯარო სკოლებში იმყოფებოდა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხს ადგილზე გაეცნო.

როგორც ქალაქის პირველი პირი, Tv4-თან საუბრისას აღნიშნავს, პროექტი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება, თუმცა შესაძლოა, იყოს გამონაკლისი შემთხვევები.

სკოლებში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 მლნ 306 ათას ლარზე მეტს შეადგენს.