გორის მუნიციპალიტეტის მერიის წინ გაკეთებული წარწერის გამო, პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი დავით მახნიაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მიიღო.
“ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ისჯება 500 ლარით. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ამორალურია ეს ყველაფერი, რადგან ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს სასამართლო” , – განაცხადა დავით მახნიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გორის მერიის შენობის წინ, კონსტანტინე თავზარაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, დავით მახნიაშვილმა რუსული დროშა დახატა, რის შემდეგაც უწყებამ ქალაქის იერ-სახის დამახინჯებისთვის მახნიაშვილს სასამართლოში უჩივლა.