სუს-მა ოზურგეთის სოფელ ბოხვაურის ყოფილი გამგებელი დააკავა

853

სტატიის გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის ყოფილი გამგებელი და ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ვალერიან გირკელიძე გუშინ დილით საკუთარ მეუღლესთან ერთად დააკავა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.

“გურიის მოამბესათვის” ამ დროისათვის დაკავების მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი შესაძლოა ნარკოსკანდალს უკავშირდებოდეს.