აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, აჭარაში განთავსებულ სამედიცინო კარვებში PCR ტესტი 1 494 პირმა ჩაიტარა. როგორც უწყებაში აცხადებენ, კვლავის პასუხები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
„გუშინ კარვებს უფასო PCR ტესტისთვის მიმართა ჯამში 1494-მა მოქალაქემ, აქედან ბათუმში 1443-მა და 51 -მა ქობულეთში. პოლიკლინიკებს 642-მა პირმა მიმართა.
ღია კაფე-ბარებში, ბუნგალოებსა და ღამის კლუბებში გაიტესტა 79 თანამშრომელი. 924 ნიმუში კი სასტუმრი „ოაზისში” არის აღებული.
კარვებში 1 სექტემბერს აღებული 600 კვლევის პასუხი სრულად ჯერ არ დასრულებულა”,- აცხადებენ უწყებაში.