ქალაქ მარნეულსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაზიანის დასახლებაში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება 7 სექტემბრიდან დაიწყო და 18 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით განაცხადის შევსება, ამ ეტაპზე, მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ. ბინები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება. განაცხადებები ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში მიიღება. აპლიკაციის შევსება ასევე შესაძლებელია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით...
თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური მცხეთა თიანეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისათვის იბრძოლებს. ის აცხადებს, რომ მისი პარტია “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” კანდიდატის დასახელებას 20 სექტემბრისთვის გეგმავს. “მონაწილეობას მივიღებ საპარლამენტო არჩევნებში, როგორც მაჟორიტარულად, ისე პარტიული სიით! მზად ვარ ნებისმიერ ტელევიზიაში, ნებისმიერი ფორმატის გადაცემაში მონაწილეობისთვის! p.s. გთხოვთ, გამომეხმაუროთ ტელევიზიები!” – დაწერა თამაზ მეჭიაურმა "ფეისბუქში". ცნობისათვის, იმ შემთხვევაში თუ თიანეთის მოქმედი მერი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მას თიანეთის...
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფლის მოსახლეობა შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, უკვე წლებია, ადგილობრივები გაუსაძლის პირობებში არიან და ხელისუფლებას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს. „თავად ხედავთ რა მდგომარეობაა, შიდა სასოფლო გზები სარეაბილიტაციოა, არავინ გვაქცევს ყურადღებას, სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია და წვიმის დროს წყალი სახლში შემოდის. ვითხოვთ დახმარებას“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. როგორც ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში...
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" „მარშალის გეგმის” - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. როგორც პარტიაში ამბობენ, აღნიშნული გეგმა საქართველოს ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციას გულისხმობს. „ლელოს“ ლიდერმა  საქართველოს რეგიონის ფინანსურ და კულტურულ ცენტრად ქცევის შესახებ დეტალურად ისაუბრა. როგორც bm.ge-ის პარტიიდან აცნობეს, “ლელოს” სტრატეგიული დოკუმენტის მთავარ მესიჯები ასე გამოიყურება: 1. ძლიერი საშუალო ფენა. 600 000 ადამიანი 3 000 ლარზე მეტი თვიური შემოსავალით და 200...
დღეს, 7 სექტემბერს, პარტია "მოქალაქეების ლიდერმა" და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საქართველოს პარლამენტში მოქალაქეების ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გენრი დოლიძე იქნება. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილმა გიორგი მასალკინი დაასახელა. ხელვაჩაურის და მთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი გიორგი გაბაიძე იქნება.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" 2012-წლამდე ვითარების დაბრუნება სურს, რაც მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენითაც დასტურდება. მისივე თქმით, "ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა" აქამდე სააკაშვილის დაბრუნების საკითხს იყენებდა და ახლა პრემიერობის საკითხს გამოიყენებს. "ევროპული საქართველოს პოზიცია არის ძალიან მკაფიო, ივანიშვილსა და მის გარემოცვას სურს დღევანდელი ვითარების, ამ ჩიხის, ამ კატასტროფის შენარჩუნება, რომ ჰქონდეს სრული ძალაუფლება და ფეხებზე ეკიდოს ხალხი. ნაციონალურ...
საქართველოში ახალი საფონდო ბირჟის დაფუძნება პარტია “ლელო საქართველოსთვის” ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. "ლელოს” თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი ეკონომიკური პროგრამის “მარშალის გეგმის” მიხედვით, საფონდო ბირჟა უნდა გახდეს საფინანსო ბაზრის ახალი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ წინსვლაში დაეხმარება. ამას გარდა, პარტიის პროგრამა ახალი საგარანტიო ფონდის შექმნასაც ითვალისწინებს, რომლის მოცულობაც 3 მილიარდი ლარი იქნება. ახალმა საგარანტიო ფონდმა ბიზნესისთვის საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობა...
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე განმარტავს, რატომ არის აქცენტირებული მათ საარჩევნო ბუკლეტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არსებული განსხვავებები. სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტია მომავალშიც გააგრძელებს მოსახლეობისთვის პროგრამის გაცნობას და ასევე იმ განსხვავებების აქცენტირებას, რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალებთან არის. სერგი კაპანაძის განმარტებით, ფაქტი, რომ განსხვავებების აქცენტირება, სხვაგვარად იქნა აღქმული, პარტიების მოუმწიფებლობასა და იმაზე მეტყველებს, რომ ისინი განსხვავებებზე სასაუბროდ მზად არ არიან. „ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენმა ბუკლეტმა ასეთი დაინტერესება გამოიწვია...
ჩვენ წელს უკვე მოვახერხეთ ქუთაისის 19 კილომეტრიანი შემოვლითი გზის გახსნა, ისე, როგორც 14 კილომეტრიანი მონაკვეთი ჯაპანა-ლანჩხუთისა და ასევე, ხაშურის შემოვლითი გზის გახსნა. არასდროს, ჯერ ჩვენ ისტორიაში ამდენი კილომეტრი გზა ერთად, განსაკუთრებით ახალი საერთაშორისო მაგისტრალი არ გაგვიხსნია“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა. მისი თქმით, ხაშურის შემოვლით გზაზე იგეგმება ორი დიდი სავაჭრო სივრცის მოწყობა. „ახალი...
მთაწმინდის რაიონში, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N8-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკვლის გამაგრება და კედლების მოწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრებისა და კარის ღიობების მოჩარჩოება, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. მისი თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში...
21 სექტემბრიდან მეტროს მუშაობის საათები გაიზრდება. თბილისის მერიის ცნობით, მეტრო 21 სექტემბრიდან, კვლავ 06:00-დან ღამის 12 საათამდე იმუშავებს და კორონავირუსისგან გამოწვეულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ, დაანონსებული თარიღი ვერ შეცვალა. უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისიდან თბილისის მეტრო 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების გამოსაცვლელად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 06:00სთ-დან 11:00 საათამდე...
წინა სტატია თქვენი რეაქცია ძალიან კონკრეტულად მიუთითებს, რომ როგორც ჩანს თქვენ ხართ ამ შანტაჟის უკან, სწორედ თქვენი გუნდია ჩართული პერსონალური ცხოვრების ამსახველი მასალების შანტაჟში, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თქმით, „ვაშაძემ იმის მაგივრად, რომ ჟურნალისტებთან დადგეს და იჭორაოს, ინფორმაცია შესაბამის ორგანოებში უნდა მიიტანოს“. „გუშინ ბატონმა პრემიერმა, მოგვიწოდა, რომ იმ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიგვემართა, რომელსაც ნული საქმე...
წინა სტატია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა, საკუთარ საარჩევნო პლაკატზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის პლაკატის გადაკვრასთან დაკავშირებით ადგილობრივ საოლქო კომისიაში საჩივრის შეტანას გეგმავს. მისი თქმით, ეს არის კანონდარღვევა, რაც 1000 ლარით დაჯარიმებას იწვევს. „არამგონია, საკრებულოს უმრვლესობას დემტკიცებინოს, რომ ირაკლი ჩიქოვანის პლაკატი უგულავას ან რომელიმე კანდიდატის პლაკატს გადაეკრას. საკრებულო ისევე როგორც წულუკიანი, მხოლოდ და მხოლოდ საუბრობენ კონსტიტუციაზე და...
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2020 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წარუდგინა, რომელიც 95 სხვადასხვა კანონში ცვლილების შეტანას ან ახალი კანონის მომზადება-დამტკიცებას მოიცავს. საშემოდგომო სესიაზე განხილვის და მიღების რიგშია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალი კანონიც, რომლის ავტორი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. როგორც კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთების და კანონპროექტის მოკლე აღწერაშია აღნიშნული, დღეს მოქმედი „წყლის შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც...
"მგონია, რომ საზოგადოებას აქვს სრულიად სხვა მოთხოვნები, ვიდრე საუბარი იმაზე, ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი დაბრუნდება თუ არა და როგორ დაბრუნდება საქართველოში". – ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლის გეგმას. სერგი კაპანაძის თქმით, დღეს საზოგადოებას სრულიად სხვა მოთხოვნა აქვს და საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი როდის დაბრუნდება საქართველოში არის ძველ წრეზე ტრიალი. კაპანაძემ აღნიშნა, რომ უნდა დასრულდეს...
სკოლა ვალდებული იქნება, სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა უზრუნველყოს. შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი განათლების კომიტეტია. ცვლილებებზე დღეს განათლების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ და იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტი პროექტს მხარს დაუჭერს, მისი ინიცირება მომავალი კვირის ბიუროს სხდომაზე მოხდება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ