სოფელ ნოჯიხევში სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გაიმართა

435

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფლის მოსახლეობა შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, უკვე წლებია, ადგილობრივები გაუსაძლის პირობებში არიან და ხელისუფლებას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს.

„თავად ხედავთ რა მდგომარეობაა, შიდა სასოფლო გზები სარეაბილიტაციოა, არავინ გვაქცევს ყურადღებას, სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია და წვიმის დროს წყალი სახლში შემოდის. ვითხოვთ დახმარებას“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

როგორც ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, კონკრეტულ საკითხზე დაწყებულია მუშაობა და უახლოეს პერიოდში აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.