„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა, საკუთარ საარჩევნო პლაკატზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის პლაკატის გადაკვრასთან დაკავშირებით ადგილობრივ საოლქო კომისიაში საჩივრის შეტანას გეგმავს.
მისი თქმით, ეს არის კანონდარღვევა, რაც 1000 ლარით დაჯარიმებას იწვევს.
„არამგონია, საკრებულოს უმრვლესობას დემტკიცებინოს, რომ ირაკლი ჩიქოვანის პლაკატი უგულავას ან რომელიმე კანდიდატის პლაკატს გადაეკრას. საკრებულო ისევე როგორც წულუკიანი, მხოლოდ და მხოლოდ საუბრობენ კონსტიტუციაზე და არ ცნობენ. მე მინდა შევახსენო, კანონი არჩევნების შესახებ ეხება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს. წინასაარჩევნო პერიოდის მიღმა იქნება ეს გიგი უგულავა, ჯემალი, რომელიც ასწავლის პიანინოზე დაკვრას, ანზორი, რომელიც ასწავლის დუდუკზე დაკვრას, აქვს გამოხატვის თავისუფლება, შესაბამისად, აქვს უფლება გააკრას თავისი პლაკატი და მასალები.
მეორეც, ჩვენ ახლა დღეს დავწერთ საჩივარს ადგილობრივ საოლქო კომისიაში და ერთი ვნახოთ ქალბატონი მირანდა მესხი, როგორ დაუპირისპირდება კანონს და როგორ დაუპირისპირდება საკუთარ გუნდს, იმიტომ რომ ეს, რაც მათ გააკეთეს პირდაპირ არის 1000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც ეკუთვნის ბატონი ჩიქოვანის გუნდს“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.