21 სექტემბრიდან მეტროს მუშაობის საათები გაიზრდება. თბილისის მერიის ცნობით, მეტრო 21 სექტემბრიდან, კვლავ 06:00-დან ღამის 12 საათამდე იმუშავებს და კორონავირუსისგან გამოწვეულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ, დაანონსებული თარიღი ვერ შეცვალა.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისიდან თბილისის მეტრო 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების გამოსაცვლელად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 06:00სთ-დან 11:00 საათამდე მუშაობს.