დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განმარტა, რატომ არ იკეტება აჭარის რეგიონი. პოლიტმეტრის წამყვანმა მას ჰკითხა, თუ აქამდე სხვადასხვა მუნიციპალიტეტი უფრო ნაკლები შემთხვევების გამო იკეტებოდა, რატომ არ ეხება იგივე ზომები აჭარას. "მაშინ გახლდათ პანდემიის ახალი დასაწყისი და ინფექციის შეკავების ძირითადი მეთოდები გახლდათ სწორედ ამ ტიპის - ე.წ. მკაცრი, შემზღუდავი ღონისძიებები. ამ 7 თვის განმავლობაში, რაც ჩვენთან ეპიდემია...
"ქართული ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულს 10 სექტემბერს წარადგენს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. 20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. 31 აგვისტოს კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნების გამოცხადების აქტს ხელი მოაწერა და საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა.
წინა სტატია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ღონისძიება თბილისის ზღვაზე გაიმართა. ნაძალადევის რაიონში "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი დაასახელა. ნაძალადევში ირმა ინაშვილის კონკურენტები მმართველი ძალის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი და ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი - შალვა ნათელაშვილი იქნებიან. თბილისის სხვა ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებად იქნებიან: გლდანის რაიონი - მერაბ ჭიქაშვილი; ვაკის რაიონი - ნანა...
შემდეგი სტატია პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი ნაძალადევში მაჟორიტარად იყრის კენჭს. იგი პარტიის აქციაზე კანდიდატად დავით თარხან-მოურავმა წარადგინა. აღნიშნულ ოლქში მისი კონკურენტები გაერთიანებლი ოპოზიციიდან "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი და "ქართული ოცნებიდან" მიხეილ ყაველაშვილი იქნებიან. გარდა ამისა, "პატრიოტთა ალიანსმა" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა თბილისსა და რეგიონებში.
"ევროპულმა საქართველომ" გორში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გორისა და კასპის ოლქში, ლევან თარხნიშვილი წარადგინა. წარდგენას ესწრებოდნენ პარტიის ლიდერები, დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია. მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენასთან ერთად, "ევროპულმა საქართველომ" მოსახლეობას წარუდგინა კასპის მერობის კანდიდატი, გიორგი ხელაშვილი. პარტიამ მოსახლეობასთან ასევე გამართა ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია და იმ კონკრეტულ გზებზე ისაუბრეს, რითაც შესაძლებელია გარდამტეხი ცვლილებების მოტანა. დავით ბაქრაძის თქმით, ყოველი მოქალაქის ხმა არის მნიშვნელოვანი, რათა შეიცვალოს მომავალი...
წინა სტატია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მასშტაბურ სახეს იძენს ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სოციალური პროექტების ინიცირება, რომლებიც კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად და რომელთა შესახებ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ცნობილი არ ყოფილა. მათი თქმით, პროექტების მიზანი და მოცულობა ქმნის განცდას,...
წინა სტატია შემდეგი სტატია "მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის განცდას ქმნის", – ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიშშია ნათქვამი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ კახეთსა და შიდა ქართლში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას მაღალი რანგის სასულიერო პირები ესწრებოდნენ. მათივე თქმით, 11...
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, თუ როგორ აპირებს პარტია პროპორციული სიის დაკომპლექტებას. მისი განცხადებით, პარტიის მთავარი მოთხოვნა კომპეტენტურობა, საქმიანი მახასიათებლები და ბიოგრაფია იქნება. „ლელოს“ ძირითადი კრიტერიუმი სიის დაკომპლექტების პროცესში, ისევე, როგორც ეს იყო მაჟორიტარული კანდიდატის შერჩევისას, იქნება კომპეტენცია, ბიოგრაფია, საქმიანი მახასიათებლები. ბუნებრივია, გათვალისწინებული იქნება შიდა პარტიული რეიტინგები და ის ცოდნა და უნარები, რომელიც ქვეყანაში...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტთან ერთად, კურორტის განვითარებისთვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტული ამოცანა მისთვის კურორტის სტატუსის შენარჩუნება და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიის გეგმაზომიერი განვითარებაა. უწყებაში აცხადებენ, რომ კონკურსი, რომელიც ორ ეტაპად ცხადდება, მოიცავს წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციისა და გენგეგმის პროექტის, ასევე მისი ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის დოკუმენტების მომზადებას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით,...
წინა სტატია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვრის სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუმთავრებელია. სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები მიატოვა და, როგორც მისმა დირექტორმა გვითხრა, ამაში ადგილობრივი ხელისუფლების დიდი დამსახურებაა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. კომპანიის მიერ გაცხადებულ პრეტენზიებს ქარელის მერია იმით პასუხობს, რომ შავ სიაში კომპანიის შეყვანის მოთხოვნის წერილს გაამზადებს. მერის მოადგილე ნათია მაწონაძე ამბობს, რომ აღნიშნულ კომპანიას აუცილებლად მოახვედრებენ შავ სიაში. მისი...
სამთავისში "ზემო უბნის" 40 ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სოფლის წარმომადგენელმა მიაწოდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მამუკა რუსიტაშვილის ინფორმაციით, სოფელში არსებული წყლის დებეტი არასკმარისია. იგი თვლის, რომ აუცილებელია 550 მ-იანი მილის დამატება, რათა "ზემო უბნის" მოსახლეობამდე წყალი მივიდეს. კასპის მერიის ბალანსზე არსებული ,,სოფლის წყალი" ადასტურებს, რომ მამუკა რუსიტაშვილის ინფორმაცია ნამდვილია და ზაფხულის გასვლის შემდეგ,...
გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ ეტაპზე ოთხი კანდიდატია დარეგისტრირებული. ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გორი-კასპის ოლქის დეპუტატობისთვის იბრძოლებენ. კანდიდატებს შორის ერთი ქალია. ნანა აღორძინება ,,თავისუფალი საქართველოს" წევრებმა 7 სექტემბერს წარადგინეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ყველაზე პირველი, ვინც გორის ოლქის დეპუტატობისთვის პრეტენზია გამოთქვა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ბადრი ბასიშვილია. გორის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, ლევან ისაკაძის თქმით,  საინიციატივო...
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, უკვე მიღებულ განკარგულებაში, რომელიც საარჩევნო პლაკატების გაკვრისათვის გამოყოფილ ადგილებს შეეხება, ცვლილებები შეიტანა. სიიდან ამოვარდა 10 სოფელში გამოყოფილი 12 ადგილი და დაემატა ორ სოფელში კიდევ ორი ადგილი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსებასთან დაკავშირებით გამოცემული განკარგულება ახალციხის საკრებულომ 27 აგვისტოს დაამტკიცა. დოკუმენტით განისაზღვრა 47 დასახლებაში იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო პლაკატების...
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის შტაბში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილი, ქეთევან ობოლაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის მეექვსე, ნეიტრალურ წევრად აირჩიეს. პარტიაში აცხადებენ, რომ ასე სამართლიანობა და ობიექტურობა ირღვევა, ამიტომ ცესკომ ობოლაშვილი დაუყოვნებლივ უნდა ჩაანაცვლოს სხვა წევრით. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ადიგენის სალოქო საარჩევნო კომისიის მეექვსე წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის შტაბში ბრიფინგი დღეს, 7 სექტემბერს...
წინა სტატია ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა მაჭარაშვილი ამბობს, რომ ქეთევან ობოლაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილია, კომისიის მეექვსე წევრად ყოფნის უფლება აქვს. მისივე თქმით, ამით ობოლაშვილი კანონს არ არღვევს, შესაბამისად, საოლქო მას არ ჩაანაცვლებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში მეექსვე წევრად ქეთევან ობოლაშვილის ცესკოს მიერ დანიშვნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ შტაბში გააპროტესტეს. მათი თქმით,...
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენის ვადა ამოიწურა. მთელი საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელი კანდიდატები ამომრჩეველთა 22-მა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის შემდეგი ეტაპი პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრაციაა, რისთვისაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებმა, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ, ხოლო კანდიდატის რეგისტრაციის ბოლო ვადა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ