ბადრი ჯაფარიძემ „ლელოს“ პროპორციული სიის დაკომპლექტების პრინციპები განმარტა

482

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, თუ როგორ აპირებს პარტია პროპორციული სიის დაკომპლექტებას. მისი განცხადებით, პარტიის მთავარი მოთხოვნა კომპეტენტურობა, საქმიანი მახასიათებლები და ბიოგრაფია იქნება.

„ლელოს“ ძირითადი კრიტერიუმი სიის დაკომპლექტების პროცესში, ისევე, როგორც ეს იყო მაჟორიტარული კანდიდატის შერჩევისას, იქნება კომპეტენცია, ბიოგრაფია, საქმიანი მახასიათებლები. ბუნებრივია, გათვალისწინებული იქნება შიდა პარტიული რეიტინგები და ის ცოდნა და უნარები, რომელიც ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებისთვის არის აუცილებელი. ჩვენ ყველა სფეროში გვყავს კომპეტენტური და გამორჩეული ადამიანები. პროფესიონალების გუნდი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ძლიერი პარტიული სიით წარვსდგეთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე” , – განაცხადა ჯაფარიძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოშ 31 ოქტომბერს ჩატარდება.