“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ღონისძიება თბილისის ზღვაზე გაიმართა.
ნაძალადევის რაიონში “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი დაასახელა.
ნაძალადევში ირმა ინაშვილის კონკურენტები მმართველი ძალის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი და ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი – შალვა ნათელაშვილი იქნებიან.
თბილისის სხვა ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებად იქნებიან:
- გლდანის რაიონი – მერაბ ჭიქაშვილი;
- ვაკის რაიონი – ნანა დევდარიანი;
- სამგორი – გურამ ნიკოლეიშვილი;
- საბურთალო -კახა ძაგანია;
- დიდუბე – არჩილ ბენიძე;
- მთაწმინდა – მალხაზ თოფურია.
რაიონებში “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარ კანდიდატებად წარადგინეს:
- მცხეთა – მთიანეთი – სოსო შატბერაშვილი;
- საგარეჯო – სოსლან გარსევანიშვილი;
- ზუგდიდი – ოთარ ჭითანავა;
- თელავი – სოსო პარწიკანაშვილი;
- გორი – კობა მაზანაშვილი;
- ოზურგეთი – შოთა გოგიბერიძე;
- ჭიათურა – გიორგი კასრაძე;
- აჭარა – ჯუმბერ ტაკიძე;
- აჭარა – ზორბეგ ბერიძე;
- აჭარა – დავით დავითაძე;
- აჭარა – გურამ თურმანიძე;
- ქობულეთი – გულნარა ბასილაძე;
- ქობულეთი – ამირან ტაკიძე;
- რუსთავი – პაატა ჯიბლაძე;
- ბათუმი – ზურაბ გაბაიძე;
- მარნეული – მახირ იუსუპოვი;
- მარტვილი – აბაშა – ჩხოროწყუ – წალენჯიხა – ვიქტორ ცაავა;
- ფოთი – ხობი – სენაკი – თეიმურაზ ფანჩულია;
- ამბროლაური – ონი – ცაგერი – ლენტეხი – მესტია – ერეკლე საღლიანი;
- ახალქალაქი – არტაშე საკოფიანი.