"ევროპული საქართველოს" ახალციხის შტაბში ამბობენ, რომ მათ მიერ გაკრულ საარჩევნო პლაკატებზე, "ქართული ოცნების" აქტივისტებმა თავიანთი სააგიტაციო მასალები განათავსეს ისე, რომ "ევროპელების" პლატაკები მთლიანად დაიფარა. "ოცნების" შტაბში კი აცხადებენ რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს.
"ევსაქების" ახალციხის შტაბის ხელმძღვანელის, დავით ხარშილაძის თქმით, მსგავსი შემთხვევა რეგიონის მასშტაბით ქალაქ ახალციხეში რამდენიმე ლოკაციაზე, ასევე ბორჯომსა და სოფელ აწყურში გამოვლინდა.
„მთლიანად...
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება საკუთარ ინტერესებს და არჩევნების კალენდარს მოარგოს. როგორც თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან აცხადებს, მთავრობა ახალი კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობისას არაადეკვატური და არათანმიმდევრული იყო.
„მაშინ, როდესაც კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა ჩაკეტილი იყო მთელი ქვეყანა, ადამიანები სახლში იყვნენ გამოკეტილი. ავტომობილით გადაადგილებაც კი შეზღუდული იყო. ახლა, როდესაც 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, არ არის ისეთი შეზღუდვები,...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, 73-დან 42 საარჩევნო ოლქში ცესკოს მიერ არჩეული საოლქო კომისიების დამოუკიდებელი წევრები „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან. როგორც თინა ბოკუჩავამ ხმების დაცვის ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცესკოს მიერ საოლქო კომისიების დამოუკიდებელ წევრებად „ქართული ოცნების“ აქტივისტების არჩევა უკანონობაა.
„დღევანდელი მუშაობის შედეგად, ჩვენ დავადგინეთ, რომ 73-დან 42 ოლქში ცესკომ ნაცვლად პროფესიონალი კადრებისა აირჩია „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ბიუროკრატები,...
ქობულეთს და ბათუმს დაემატება ხელვაჩაური და იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში პირველი ოქტომბრიდან განახლდება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მაღალმთიან აჭარაში მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას 15 სექტემბრიდან შეძლებენ.
„მომატებული რისკების ფონზე, ყველა მიმართულებით გავამკაცრეთ კონტროლი. ასევე, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სკოლების გადავადებასთან დაკავშირებით, ქობულეთს და ბათუმს დაემატება ხელვაჩაური და იქ სასწავლო პროცესი...
საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე წილისყრის პროცედურით მოხდება. შედეგად, ცესკო-ში რეგისტრირებული ყველა სუბიექტის რიგითი ნომერი ერთიანად განისაზღვრება.
„საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე გარკვეული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები წილისყრით განისაზღვრება. წილისყრის პროცედურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომაზე ჩატარდება, რომელზეც ცესკო-ში რეგისტრირებული ყველა სუბიექტის რიგითი ნომერი ერთიანად განისაზღვრება. წილისყრა კი ეხება იმ პარტიებს, რომლებსაც საარჩევნო კანონმდებლობით უფლება არ აქვთ გამოიყენონ წინა არჩევნებზე მინიჭებული რიგითი ნომერი.
2020...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი პედაგოგებს შეხვდა.
როგორც დეპუტატობის კანდიდატმა ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე მუშაობამ საშუალება მისცა დეტალურად გასცნობოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ საჭიროებებს, მათ შორისაა ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი სკოლების მშენებლობა და პედაგოგების მხარდაჭერა.
„განათლების სფერო ჩემთვის განსაკუთრებით სათუთია, რადგან პედაგოგების ოჯახიდან ვარ და ზუსტად ვიცი, რა...
რეგიონის ან ქალაქის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას, არც დადგება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა საარჩევნო პერიოდია და ყველასთვის მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესი ეფექტურად და ღირსეულად განახორციელოს.
„რეგიონის ან ქალაქის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას, არც დადგება. ახლა არის საარჩევნო პერიოდი და ყველასთვის მნიშვნელოვანია, სრული შესაძლებლობა გვქონდეს, საარჩევნო პროცესი ეფექტურად და ღირსეულად...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 278 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის.
დევნილთა სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
„მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახები საცხოვრებლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავისი სურვილის შესაბამისად არჩევენ. სახლების უმეტესობას მიწის ნაკვეთებიც აქვს, რაც დევნილებს შემოსავლის წყაროც გაჩენაში ეხმარება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, 2020 წელს, მხოლოდ „სოფლად სახლის“...
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, არანაირი სხვაობა არ უნდა იყოს ყაზბეგსა და თბილისში მცხოვრები მოსახლეობისთვის შესაძლებლობების მხრივ. ამის შესახებ მთავრობის მეთურმა ყაზბეგში მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დღეს 12 მილიონი ლარია და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი იქნება. ამასთანავე, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების წყალობით, თბილისიდან ყაზბეგში ჩასასვლელი დრო ერთი...
წინა სტატია
მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძე „ერთიანი ნაციონალური მოძარობიდან“ თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ბრალდებას გამოეხმაურა.
კალმახელიძემ ბოტკოველის ბრალდებას აბსურდული უწოდა.
,,აღნიშნული პარტიის მხრიდან ბიზნესის რეპრესიებზე საუბარი სასაცილოა, თანაც მით უფრო, რომ რეპრესიებზე თავად ბიზნესის წარმომადგენლები კი არა, პოლიტიკური პარტიის წარომადგენელი საუბრობს. ჩვენ ბანერებს და პლაკატებს არ დავსდევთ, ჩვენი პოლოტიკური ძალა ორიენტირებულია გამარჯვებაზე. ეს არის...
შემდეგი სტატია
ხელისუფლებამ პოლიტიკური და ბიზნესრეპრესიები უკვე დაიწყო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძარობიდან“ თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.
ბოტკოველმა ხელისუფლება ბიზნესის შევიწროებაში დაადანაშაულა. მისი თქმით შემოსავლების სამსახურმა თელავის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფასადზე მისი, როგორც დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო პლაკატი გააკრეს.
„როგორც კი რადენიმე ადგილას კერძო საკუთრებაზე ჩემი საარჩევნო ბილბორდები...
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე 3 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია იმდენად მკაცრად იცავს დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, რომ ერთეული კონკურსანტების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად რაიმე სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 5-9 სექტემბერს მიმდინარეობდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კანდიდატთა კონკურსისთვის რეგისტრაციის პროცესი. 73 საარჩევნო ოლქის 3 657 უბანზე...
ნავთლუღის 35 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა სამშენებლო კომპანია შპს „ჯიემთი ჯგუფისგან“ კომპენსაციას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით ადგილობრივებმა ისნის რაიონში, ნავთლუღის 35 ნომერში აქცია გამართეს. მათივე განცხადებით, მას შემდეგ რაც კომპანია „ჯიემთი ჯგუფმა“ ნავთლუღის 35 ნომერში საცხოვრებელი სახლი ააშენა, დაზიანდა ადგილობრივების საცხოვრებელი ფართი.
ადგილობრივების ადვოკატის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ვიდრე „ჯიემთი ჯგუფი“ ნავთლუღის 35 ნომერში საცხოვრებელ სახლს ააშენებდა, კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, დადეს ექსპერტიზის დასკვნა,...
ადგილობრივმა მოსახლეობამ დიღმის ჭალებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა მუნიციპალურ სარეკრეაციო ტერიტორიაზე გარემოს დამაზიანებელი საწარმოების ფუნქციონირება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ინფორაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, რამდენიმე წლის განმავლობაში დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ინტენსიურად დაიწყო და „კვლავაც გრძლედება გარემოს დამაზიანებელი მრავალი უკანონო საქმიანობა, რომელთა შედეგად დიღმის ჭალები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგა“.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ტერიტრიაზე გამოიკვეთა რამდენიმე დანაშაულებრივი ქმედება, მათ შორის, ტერიტორიის...
შემდეგი სტატია
„ლელოს" საარჩევნო კამპანია ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებითა და შანტაჟით მიმდინარეობს, - ამის შესახებ პოლიტიკურ მოძრაობაში „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებენ.
მათი ცნობით, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელზე წუხელ, გვიან ღამით, მმართველი გუნდის წევრებმა, თამაზ ფაცაციამ და ოთარ ქადარიამ ზეწოლა განახორციელეს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, "ლელოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლი ირაკლი მატუა აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა მას ქალაქისა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 600 ლარი...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა. როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურდა „ცხელი ხაზი“.
„აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოთხოვნილ იქნა უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































