დევნილთა სააგენტო 278 დევნილ ოჯახს სახლს შეუსყიდის

440

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 278 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახები საცხოვრებლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავისი სურვილის შესაბამისად არჩევენ. სახლების უმეტესობას მიწის ნაკვეთებიც აქვს, რაც დევნილებს შემოსავლის წყაროც გაჩენაში ეხმარება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წელს, მხოლოდ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი უკვე განსახლდა.