„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი პედაგოგებს შეხვდა.
როგორც დეპუტატობის კანდიდატმა ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე მუშაობამ საშუალება მისცა დეტალურად გასცნობოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ საჭიროებებს, მათ შორისაა ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი სკოლების მშენებლობა და პედაგოგების მხარდაჭერა.
„განათლების სფერო ჩემთვის განსაკუთრებით სათუთია, რადგან პედაგოგების ოჯახიდან ვარ და ზუსტად ვიცი, რა საჭიროებები და პასუხისმგებლობები აქვთ ამ სფეროს წარმომადგენლებს. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა და ხარისხიანი განათლება სწორედ პედაგოგებსა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებზე დგას” – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
თავის მხრივ, პედაგოგებმა კანდიდატს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და პანდემიის პირობებში განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს.
შეხვედრას ესწრებოდა კასპის მერობის კანდიდატი ვახტანგ მაისურაძე, რომელმაც პედაგოგებს სამოქმედო გეგმა და ხედვები გააცნო.