პლატონ კალმახელიძე: ბანერებს და პლაკატებს არ დავსდევთ, ჩვენი პოლიტიკური ძალა გამარჯვებაზეა ორიენტირებული

440

წინა სტატია

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძე „ერთიანი ნაციონალური მოძარობიდან“ თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ბრალდებას გამოეხმაურა.

კალმახელიძემ ბოტკოველის ბრალდებას აბსურდული უწოდა.

,,აღნიშნული პარტიის მხრიდან ბიზნესის რეპრესიებზე საუბარი სასაცილოა, თანაც მით უფრო, რომ რეპრესიებზე თავად ბიზნესის წარმომადგენლები კი არა, პოლიტიკური პარტიის წარომადგენელი საუბრობს. ჩვენ ბანერებს და პლაკატებს არ დავსდევთ, ჩვენი პოლოტიკური ძალა ორიენტირებულია გამარჯვებაზე. ეს არის წაგებისთვის განწირული პოლიტიკური ძალის ფართხალი. რა ბანერზე და პლაკატზეა საუბარი, სულ რომ გადააჭრელონ თელავის მუნიციპალიტეტის ქუჩები, ცაზეც რომ გამოსახონ მათი პოლიტიკური კანდიდატის ბანერი, ჩვენს შედეგებთან ახლოს მაინც ვერ მოვლენ. იმ შედეგებთან, რასაც 2020 წლის 31 ოქტომბერს თელაველ ამომრჩეველთან ერთად ამ ოლქში გავიფორმებთ“, – განაცხადა კალმახელიძემ.

გიორგი ბოტკოველმა ხელისუფლება ბიზნესის შევიწროებაში დაადანაშაულა. მისი თქმით შემოსავლების სამსახურმა თელავის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფასადზე მისი, როგორც დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო პლაკატი გააკრეს